აბაშიძე დავით ნიკოლოზის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე დავით ნიკოლოზის ძე (1821, სოფ. მოლითი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 14. XII. 1899, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1869), გენ. რ. აბაშიძის ძმა. სამხ. სამსახური ახალგაზრდობიდან დაიწყო. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) ომში. 1854–59 იყო სამურის ქვეითი პოლკის მეთაური, 1859–64 – კავკასიის 27-ე, 29-ე სახაზო ბატალიონების, ასევე ერევნის ლაიბგრენადერთა მე-13 პოლკის მეთაური, გენ.-მაიორის წოდება მიენიჭა თადარიგში გასვლასთან დაკავშირებით. დაკრძალულია თბილისში, წმ. ბარბარეს ეკლესიის გალავანში.

მ. გოგიტიძე.