აბაშიძე დევი კონსტანტინეს ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე დევი კონსტანტინეს ძე ( 1. V. 1924, სოფ. ისლარი, ხარაგაულის მუნიციპ., – 4. VIII. 2005, თბილისი), რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1980). დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (1953). 1953–56 ქუთ. დრამ. თეატრის დამდგმელი რეჟისორი და დასის გამგე იყო. დადგა კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“ და „მკაცრი ქალიშვილები“, პ. ჯაკომეტის „დამნაშავის ოჯახი“, დ. გორგაძის „ნაცნობი სახეები“ და სხვ. 1957-იდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორია. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს ფილმები: „დიდოსტატის მარჯვენა“ (1969, ვ. ტაბლიაშვილთან ერთად), „ჩაძირული ქალაქის მაძიებელნი“ (1972), „ყვარყვარე“ (1978), „გამოაღეთ ფანჯრები“ (1980), „ყველა კომეტა როდი ქრება“ (1982), „ომი ყველასათვის ომია“ (1990), „წითელი პატეფონი“ (1995) და სხვ.

ა. გვენცაძე.