აბაშიძე დიმიტრი ალექსანდრეს ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
18:26, 1 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე დიმიტრი ალექსანდრეს ძე [9 (21). X. 1893, თბილისი, – 12. II. 1975, იქვე], კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). ქართ. სამეცნ.-პოპულ. კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. უმაღლესი სამხ. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამხ. უწყებაში, 1925-იდან – საქართვ. სახკინმრეწვში. გადაღებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნ.-პოპულ. ფილმი, მ. შ. აღსანიშნავია „სილოსი“ (1929), „ქიმიური ომი“ (1932), „მოვსპოთ ციება“ (1933), „ქართული ჩაი“, „საბჭოთა ჩაი“ (ორივე 1939), „ინსტინქტების მნიშვნელობა ცხოველთა ინდივიდუალურ ქცევაში“ (1947) და სხვ. შემდეგ წლებში ა-მ მეუღლესთან, კინორეჟისორ ნ. ჟუჟუნაძესთან ერთად გადაიღო ფილმები: „სიგნალიზაცია რკინიგზის ტრანსპორტზე“ (1955), „ამბავი ერთი ცდისა“ (1959; საპატიო დიპლომი ვარშავაში სამეცნ. კინოს საერთაშ. ასოციააციის XVI კონგრესზე და სამეცნ.-პოპულ. ფილმების V საერთაშ. კინოფესტივალზე, 1962), „კავკასიის ნაკრძალი“ (1960), „დარტყმა ღრუბლებზე“ (1961), „ორიენტაცია სივრცეში“ (1962), „შიში“ (1963), „იყო ერთი პასიფლორა“ (1964), „დაბრუნება ბგერათა სამყაროში“ (1965), „გრიბოედოვი საქართველოში“ (1966), „ამხანაგი გუბერნატორი“ (1967), „კეთილი ძაფი“ (1968), „კიბერნეტიკა და ქირურგია“ (1970), „ზღვა ლაჟვარდოვანი უნდა იყოს“ (1972), „უძველესი ლითონის ახალი სიცოცხლე“ (1973) და სხვ. ა. თვითონვეა თავისი მრავალი ფილმის სცენარის ავტორი. მისი ფილმები ყოველთვის გამოირჩეოდა ჩანაფიქრის სიღრმითა და ლოგიკურობით, ფორმის სისადავითა და სიცხადით.

ა. გვენცაძე.