აბაშიძე თეიმურაზ გიორგის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
19:24, 29 სექტემბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: აბაშიძე თეიმურაზ გიორგის ძე (30. VIII. 1937, თბილისი, – 10. VII. 2019, იქვე), რე...)
Jump to navigation Jump to search
  აბაშიძე თეიმურაზ გიორგის ძე (30. VIII. 1937, თბილისი, – 10. VII. 2019, იქვე), რეჟისორი. აჭარის (1969) და საქართვ. (1982) ხელოვნ. დამს. მოღვაწე. სწავლობდა თბილ. კონსერვატორიაში. 1961 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. მთ. რეჟისორად მუშაობდა ბათ. (1965–69), თბილ. მოზარდ მაყურებელთა რუს. (1969–71, 1979–83) და თბილ მუსკომედიის (1971–75, 1983–85) თეატრებში; რეჟისორად – თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში (1967–79); 1985-იდან – მარჯანიშვილის სახ. თეატრის რეჟისორი. ა-ის სპექტაკლებს ახასიათებდა მკვეთრი თეატრალობა, სტილური ერთიანობა, ანსამბლურობა. დადგმებიდან აღსანიშნავია გ. სუნდუკიანის „პეპო“, დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ (ბათუმის თეატრი); ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, ს. მარშაკის „კარუსელი“ (თბილ. მოზარდ მაყურებელთა რუს. თეატრი); ს. ცინცაძის „სიმღერა ტყეში“, გ. მილიუტინის „ჩანიტას კოცნა“, ნ. გაბუნიას „ყვარყვარე თუთაბერი“ (თბილ. მუსკომედიის თეატრი); ჯ. ვერდის „რიგოლეტო“, ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“ (თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრი). 
  1970–2009 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. და კინოს სახ. უნ-ტში.
                                                                                                                                
  შ. ცუცქირიძე.