აბაშიძე ნინო ზაქარიას ასული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
18:43, 30 სექტემბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: აბაშიძე ნინო ზაქარიას ასული (20. IX. 1910, სოფ. ვეჯინი, ახლანდ. გურჯა...)
Jump to navigation Jump to search
 აბაშიძე ნინო ზაქარიას ასული (20. IX. 1910, სოფ. ვეჯინი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, 1997), მწერალი. 
 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტის ფარმაკოქიმიური ფაკ-ტი (1934). პირველი ისტ. მოთხრ. „ალაზნის პირას“ 1947 გამოაქვეყნა „მნათობში“ (ცალკე წიგნად – 1966) და დიდი მოწონება დაიმსახურა. 1948–51 „მნათობშივე“ დაიბეჭდა მისი მოთხრობები „დედა“, „ჭრელი ბაღდადი“, „მზექალა“, „შეხვედრა თერგზე“ (ცალკე წიგნად – 1983), „ზაფხულის ცხელი დღეები“, „მერცხალა“, „მზე და ოცნება“ (1966), აგრეთვე XIX ს. ქრონიკა „ილია“. ა-ს  ეკუთვნის მოთხრობები „ჩაშლილი სამზადისი“, „ადამიანი“ (1966–67, „ცისკარი“); 
 ცალკე წიგნებად გამოვიდა „მოთხრობების კრებული“ (1953), „მოთხრობები“ (1973), „ერთი დღე დროთა ბრუნვაში“ (1987) და სხვ.