აბაშიძე როსტომ ნიკოლოზის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
18:46, 30 სექტემბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: აბაშიძე როსტომ ნიკოლოზის ძე (8. III.1816, სოფ. მოლითი, ხარაგაულის...)
Jump to navigation Jump to search
 აბაშიძე როსტომ  ნიკოლოზის  ძე (8. III.1816, სოფ. მოლითი,  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტი, –  11. XI.  1883,  სანქტ-პეტერბურგი,  რუსეთი), რუსეთის არმიის  გენერალ-მაიორი (1878),  გენერლების დიმიტრი აბაშიძის  მამა და დავით აბაშიძის  ძმა  1865–74 მეთაურობდა  კავკ. მე-14 სახაზო ბატალიონს,  1874–79 –  ალექსანდროპოლის  161-ე ქვეით პოლკს. მონაწილეობდა  ყირიმის (1853–56) და რუს.-ოსმ. (1877–78) ომებში. 1879-იდან იყო ქუთაისის გუბ. სამხ.  უფროსი.  
 დაჯილდოებულია  წმ.  ანას  II და  წმ.  სტანისლავის  I  ხარისხის  ორდენებით.
                                                                       				 
 მ. გოგოტიძე.