აბაშიძე ქაიხოსრო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
18:43, 1 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე ქაიხოსრო (გ. 26. VIII. 1810), იმერეთის 1810 აჯანყების აქტიური მონაწილე. სოლომონ II-ის მომხრე. აჯანყების დროს მისი მამული, ზემო საქარა, მეამბოხეთა თავშესაფრად იქცა. ა-მ მდ. ყვირილის ხეობაში 2 ათ-მდე კაცი შეკრიბა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები დაიჭირა და გადაჭრა გზა თბილისსა და ქუთაისს შორის, რაც დიდ ხიფათს უმზადებდა დას. საქართველოში მყოფ რუს. ჯარებს.

დაიღუპა სოფ. ცხრაწყაროსთან (ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპ.) გენ. როზენის ჯარებთან შეტაკების დროს.

ლიტ.: სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.

ო. სოსელია.