აბდულა-ბეგი: განსხვავება გადახედვებს შორის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
(ახალი გვერდი: აბდულა-ბეგი, არჩილი, ქართლის მეფის იესეს და ერეკლე I-ის ასული...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
  აბდულა-ბეგი, არჩილი, ქართლის მეფის იესეს და ერეკლე I-ის ასულის ელენეს ძე, ქართლის სამეფოს ტახტის პრეტენდენტი. 1735 სპარსელებმა თავდაპირველად  გორის, შემდეგ კი თბილისის ნაიბად (გამგებლად) დანიშნეს. XVIII ს. 40-იანი წლების დამდეგს თბილისში მჯდომი ირან. ხანის მრჩეველი იყო. 1744 საუფლისწულოდ გადასცეს ქვემო ქართლი. 1747 თეიმურაზ II ირანს გაემგზავრა და ქართლის მმართველობა ერეკლე II-ს დაავალა, ხოლო ა.-ბ. დამხმარედ დაუტოვა. ა.-ბ-მა გამეფება მოინდომა, გამაგრდა თავის რეზიდენციაში – სამშვილდის ციხეში, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელი მოთარეშენი, მიიმხრო თბილისის ციხეში მყოფი ყიზილბაშები და ერეკლე II-ს შეებრძოლა. ერთწლიანი ბრძოლა ა.-ბ-ის დამარცხებით დამთავრდა.
+

წყარო: ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981.
 
მიმდინარე ცვლილება 22:29, 2 ოქტომბერი 2020 მდგომარეობით

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

დ. მეგრელაძე.