აბდ ალ-რაზაყ დუმბული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბდ ალ-რაზაყ დუმბული (1763–1828), ირანის სამეფო კარის ისტორიკოსი, წარმოშობით ქურთი (დუმბულის ტომისა). მსახურობდა აბას-მირზას კარზე. ავტორია თხზულებისა „სულთანთა სამახსოვრო საქმეები“ („მაასირი სალთანიე“), რ-შიც აღწერა ყაჯართა დინასტიის პირველი ორი წარმომადგენლის – აღა-მაჰმად-ხანისა და ფათალი-შაჰის ცხოვრება. ეს ნაწარმოები XVIII ს. დამლევისა და XIX ს. დამდეგის ირანისა და სამხრ. კავკ., კერძოდ, საქართვ. ისტ. ძვირფასი წყაროა. შეიცავს ცნობებს აღა-მაჰმად-ხანის 1795 ლაშქრობის შესახებ საქართველოში.

ა-ის ეკუთვნის აგრეთვე „დუმბულის ტომის ისტორია“ („თარიხე დანაბილე“).


დ. კაციტაძე.