აბესაძე რამაზ ბორისის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
20:11, 3 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: აბესაძე რამაზ ბორისის ძე (დ. 14. V. 1952, ქ. ტყიბული), ეკონომისტი. ეკონ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბესაძე რამაზ ბორისის ძე (დ. 14. V. 1952, ქ. ტყიბული), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2003).

1974 დაამთავრა თსუ-ის საინჟინრო-ეკონ. ფაკ-ტი. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკისა და სამართლის ინ-ტში (ამჟამად თსუ-ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტი), იყო უფრ. (1986–89), წამყვანი (1989–2008) და მთ. მეცნიერი თანამშრომელი (2008-იდან), ლაბორ. გამგე (1991–97), განყ-ბის გამგე (1997–2002), დირექტორის მოადგილე (2002–08), 2008-იდან კი ამავე ინ-ტის დირექტორია. მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინ-ტის შენარჩუნებასა და განვითარებაში. 1987-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ა. არის საერთაშ. ანალიტიკურ ჟურნ. „ეკონომისტის“, პერიოდული გამოცემის „პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტის სამეცნ. შრომების კრებულის“ დაარსების ინიციატორი და მთ. რედაქტორი. მისი რედაქტორობით გამოვიდა ინ-ტის ორგანიზებით ჩატარებული საერთაშ. სამეცნ. კონფერენციათა მასალების კრებულები. 2001–03 იყო ინ-ტთან არსებული დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული სამეცნ. საბჭოს თავ-რის მოადგილე, ხოლო 2003–-07 – თავ-რე. მისი სამეცნ. შრომები ეხება ეკონ. თეორიის, მაკროეკონომიკის, სექტორული ეკონომიკის, ეკონ. განვითარების, ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის პრობლემებს.

ა. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. 9 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი. თსუ-ის მაკროეკონ. კათედრის ინიციატივით მის მიერ მომზადდა ლექციების კურსი, გამოიცა შესაბამისი სახელმძღვანელოები („ეკონომიკური განვითარება“, 2006 და „ეკონომიკური განვითარების თეორია“, 2016). მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ეკონ. განვითარების თეორიაში. მან პირველმა დაამუშავა ეკონ. რეგრესის პრობლემები.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2002) და ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2014).

თხზ.: ეკონომიკური განვითარების ენერგოეკოლოგიური ფაქტორი და ენერგეტიკული ბაზრის ფორმირების მაკროეკონომიკური მექანიზმი საქართველოში, თბ., 2004; ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი, თბ., 2014; Научно-технический прогресс и эффективность производства и потребления электроэнергии в Грузии, Тб., 1985; Foreign experience and formation innovation system in Georgia, LAMBERT academic publishing, 2018 (თანაავტ. ვ. ბურდული).