აბეშურა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
18:39, 4 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, 188.129.250.125 (განხილვა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბეშურა, ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის დედოფალი IV ს-ში, მირიან III-ის პირველი მეუღლე. ქართლის მეფის ასფაგურის ასული.

მამის გარდაცვალების შემდეგ, რადგან მას ძე არ ჰყავდა, ქართლის ერისთავებმა, ქართლში ფარნავაზიანთა სამეფო დინასტიის გაგრძელების მიზნით, ა-ს ქმრად შერთეს ფარნავაზიანთა მეორე შტოს წარმომადგენლის რევის ძე მირიანი.

ლიტ.: გოილაძე ვ., ამიერკავკასიაში სასანიანთა მმართველობის ასახვა ქართულ საისტორიო ტრადიციაში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1982, Nº 4.

ვ. გოილაძე.