აბზიანიძე გიორგი ნიკოლოზის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
19:27, 6 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: აბზიანიძე გიორგი ნიკოლოზის ძე (16. V. 1907, ქუთაისი, – 6. IV. 1976, თბილისი)...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბზიანიძე გიორგი ნიკოლოზის ძე (16. V. 1907, ქუთაისი, – 6. IV. 1976, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1969).

დაიბადა პედაგოგის ოჯახში. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1929). 1935-იდან მუშაობდა ლიტერატურული მუზეუმის სწავლულ მდივნად, შემდეგ – რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის განყ-ბის ხელმძღვანელად. წლების განმავლობაში თსუ-ში კითხულობდა ახ. ქართ. ლიტ-რის კურსს. უმთავრესად იკვლევდა XIX ს. ქართ. ლიტ-რისა და საზ. აზროვნების საკითხებს. ა-ის მთავარი ნაშრომებია: „ქართველი კლასიკოსები“ (1950), „ნარკვევები XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან“ (1959); მონოგრაფიები: „აკაკი წერეთელი, ცხოვრება და შემოქმედება“ (რუს. ენაზე 1940; ქართ. ენაზე 1960), „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1955) და სხვ. მისი რედაქტორობით გამოვიდა ა. წერეთლის თხზულებათა აკად. გამოცემა; თანაავტორობითა და თანარედაქტორობით – „ქართული ლიტერატურის ისტორიის“ ექვსტომეული.