აბზიანიძე ზაზა გიორგის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბზიანიძე ზაზა გიორგის ძე (დ. 30. X. 1940, თბილისი), კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1994), საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1976). გ. აბაზიანიძის შვილი.

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963). 1966 – 87 რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელია, მუშაობდა აგრეთვე კ. მარჯანიშვილის სახ. დრამ. თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ. 1987-იდან საქართვ. რუსთაველის სახ. თეატრ. და კინოხელოვნების ინ-ტის ფილოლ. კათედრის გამგეა. ა-ს ეკუთვნის მონოგრაფია „ადამიანის კონცეფცია თანამედროვე ქართულ ლირიკაში“ (1975) და „ლიტერატურული დიალოგები“ (1983). გამოქვეყნებული აქვს ლიტ. პორტრეტების ციკლი „ქართველი ლირიკოსები: ბესიკიდან – ანა კალანდაძემდე“, მრავალი წერილი XX საუკუნის ქართ. მწერლობის ტენდენციებზე, საზ. და ზოგადკულტურულ საკითხებზე. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თარგმნილია რუს. და სხვა უცხოურ ენებზე. ა-ის წერილები თან ერთვის ბერლინში გერმ. ენაზე გამოქვეყნებულ თანამედროვე ქართული მოთხრობების კრებულს („შორი თეთრი მწვერვალი“, 1984), აგრეთვე ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის, გიორგი ნიკოლაძის, გურამ ასათიანის ნაწარმოებთა გამოცემებს.