აბიანდა-ჩაამა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბიანდა-ჩაამა, განედური ანტიკლინური ქედი სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდ-ებს გუმისთასა და კელასურს შორის, ბესლეთის სათავეებისა და მთისუბნისწყლის (გუმისთის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფი.

სიგრძე 11–12 კმ. საშ. სიმაღლე 1100 მ (მთები: აბიანდა – 921 მ, ჩაამა – 1292 მ). აგებულია ცარცული და მესამეული კირქვებით. დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმები. შემოსილია კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი ტყით. ქედზე გადის ტურისტული მარშრუტი: სოხუმი – სოფ. შრომა – მთები: აბიანდა, ჩუმკუზბა, ძირხვა.