აბილილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
20:00, 6 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: აბილილი, დილის ყვავილი (Ipomoea purpurea), ერთწლოვანი დეკორ. მცენარე ხვ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბილილი, დილის ყვავილი (Ipomoea purpurea), ერთწლოვანი დეკორ. მცენარე ხვართქლასებრთა ოჯახისა.

ა-ის სამშობლოა ამერიკა. ჩვენში მოშენებულია ბაღებსა და პარკებში. ლურჯი, სოსანი ან წითელი გვირგვინი აქვს; ხვიარა ღეროებით და დიდი ძაბრისებრი ყვავილებით წააგავს ხვართქლასა (Convolvulus) და დიდ ხვართქლას (Calystegia), რ-ებიც ძველად საქართველოში ასევე ა-ის სახელით იყო ცნობილი. ა. იხმარებოდა ქართ. ხალხ. მედიცინაში.