აბრაგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
20:39, 6 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: აბრაგი, დღევანდელი მნიშვნელობით – ყაჩაღი, ავაზაკი. ქართულ ე...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბრაგი, დღევანდელი მნიშვნელობით – ყაჩაღი, ავაზაკი.

ქართულ ენაში სიტყვა „აბრაგი“ ჩრდ. კავკასიიდან არის შემოსული და სარმატულ-ალანური წარმომავლობისა უნდა იყოს. აბრაგობა, როგორც სოც. მოვლენა, წარმოიშვა გვაროვნული საზ-ბის რღვევის პროცესში. თავდაპირველად ა-ს უწოდებდნენ გვარიდან განდევნილს, რ-იც მოხეტიალე ცხოვრებასა და ყაჩაღობას ეწეოდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ა. ტყეში გავარდნილ კაცს, ყაჩაღს ერქვა. ბატონყმური ურთიერთობის ჩამოყალიბების პერიოდში აბრაგობა სოც. ჩაგვრის წინააღმდეგ გლეხთა პროტესტს გამოხატავდა. ა. იყო მებატონისაგან გაქცეული ყმა, რ-იც იარაღით იბრძოდა თავისი უფლებებისათვის.


ს. ჯანაშია.