აბრამიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
13:23, 9 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, 217.147.224.6 (განხილვა) (ახალი გვერდი: 1).აბრამიანი, საახალწლო რიტუალი. ხონჩაზე გაწყობილი საახალწლ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

1).აბრამიანი, საახალწლო რიტუალი.

ხონჩაზე გაწყობილი საახალწლო მისალოცი (ღორის თავი, შაქარი, გოზინაყი, ჩირი, თაფლი, ჩურჩხელა, ბოღლიწო, აგრეთვე საახალწლო ბედისკვერები კრუხ-წიწილას, კომბლის, ძროხის ცურის, ხარის ქედის, ნამგლისა და სხვ. ფორმისა). ახალი წლის გათენებისას ოჯახის უფროსი მამაკაცი ა-ით ხელში სახლს სამჯერ შემოუვლიდა, შემდეგ შიგ შევიდოდა და სამჯერ გაიმეორებდა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა“. ოჯახის თითოეულ წევრს ღვინოსა და თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმას – ბოღლიწოს – ჩამოურიგებდა და ეტყოდა, ასე ტკბილად დამიბერდიო. ა-თან დაკავშირებული საახალწლო რიტუალი სიუხვისა და დოვლათიანობის დასაბედებლად სრულდებოდა.

2).„აბრამიანი“, ქართული ხალხ. ლექსი, მიძღვნილი ბიბლიური აბრამისადმი.

მასში გადმოცემულია ბიბლ. სიუჟეტის ეპიზოდები – აბრამის უშვილობა, შვილის შეძენა და შემდეგ მისი სამსხვერპლოდ გამზადება. „ა-ის“ უძველესი ვარიანტი 1831 არის ჩაწერილი. პირველად 1874 გამოქვეყნდა.

ლიტ.: მერკვილაძე ს., ხალხური აბრამისა და იობის ლექსი, ტფ., 1903.


ნ. შამანაძე.