აბრამიშვილი შალვა იოსების ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბრამიშვილი შალვა იოსების ძე (26. VIII. 1903, თიანეთი ახლანდ. თიანეთის მუნიციპალიტეტი, — 5. IV. 1973, თბილისი), მხატვარ-რესტავრატორი, ფერმწერი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961).

1929 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია. მისი პედაგოგები იყვნენ ე. ლანსერე და ე. თათევოსიანი. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1927-იდან. 1930-იდან მუშაობდა მხატვარ-რესტავრატორად, იყო ამ საქმის პიონერი ქართვ. მხატვართა შორის. ა-მა აღადგინა შუა საუკუნების ქართ. კედლის მხატვრობის მრავალი ძეგლი (ალავერდი, გელათი, ვანის ქვაბები, ვარძია, კორცხელი, ნეკრესი, მანგლისი, მარტვილი, სამთავრისი, სამთავრო, უდაბნო, ყინწვისი, წალენჯიხა და სხვ.). მისივე ხელმძღვანელობით მოიხსნა და საგანგებოდაა დაცული წილკნისა და ზედაზნის ფრესკები, სვეტიცხოვლის მხატვრობის ნაწილი; აღადგინა მრავალი ძვ. ხელნაწერი და მინიატიურა. ა-ის ფერწერული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია „ალავერდი“ (1947) „კომუნარების ბაღში“ (1948);

მის მიერ რესტავრირებული ნამუშევრები გამოფენილი იყო ბერლინში (1930).