აბრამიძე პავლე ივლიანეს ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბრამიძე პავლე.

აბრამიძე პავლე ივლიანეს ძე (19. III. 1901, ქ. ვანი ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, —3. IV. 1989, თბილისი), გენერალ-მაიორი (1940).

დაამთავრა ქართ. გაერთ. სამხ. სკოლა. (1926), „ვისტრელის“ კურსები (1931) და მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემიასთან არსებული უმაღლესი კურსები (1947). 1933-იდან პოლკის, ხოლო 1938-იდან დივიზიის მეთაური იყო. 1939 მონაწილეობდა დას. უკრაინისა და დას. ბელორუსიისათვის ბრძოლებში. იყო სსრკ-ფინეთის (1939– 40) და II მსოფლიო (1939–45) ომების აქტ. მონაწილე. იბრძოდა პერემიშლის, ლვოვის, დროგობიჩის, ვინიცის, კიევის მისადგომებთან. 1949-იდან სამხ.-პედ. საქმიანობას ეწეოდა. 1956-იდან თადარიგში გავიდა.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით და მედლებით.


ლ. დოლიძე.