აბულაძე სავლე იოსების ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
23:36, 24 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: აბულაძე სავლე იოსების ძე [30. III (11. IV). 1890, სოფ. კიცხი, ახლანდ. ხარაგა...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბულაძე სავლე იოსების ძე [30. III (11. IV). 1890, სოფ. კიცხი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 28. II. 1964, თბილისი], პედაგოგი, მწერალი მთარგმნელი და საზ. მოღვაწე.

დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია, 1925 – თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი. მუშაობდა სოფ. კიცხის ორკლასიან სასწავლებელში, ხარაგაულის შვიდწლიან შრომის სკოლასა და ზესტაფონის პედ. ტექნიკუმში, ასწავლიდა ქართ. ენასა და ლიტ-რას. თსუ-ში კითხულობდა რუს. ენისა და ლიტ-რის ლექციებს; 1956-იდან იქვე იყო რუს. ენისა და ლიტ-რის კათედრის დოცენტი. გამოქვეყნებული აქვს წერილები ქართ. და რუს. ენების სწავლების მეთოდიკის საკითხებზე, თარგმანები და სხვ.


ა.სამადაშვილი.