აგათისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აგათისი, დამარა (Agathis), მცენარეთა გვარი არაუკარიასებრთა ოჯახისა.

მარადმწვანე, უმეტესად მაღალი (60 მ-მდე) სვეტისებრღეროიანი (დიამეტრი 2-3 მ და ზოგჯერ მეტიც), გაშლილვარჯიანი ხეებია. აქვთ 15–18 სმ სიგრძის ბრტყელი ფოთლები. 20-მდე სახეობა გავრცელებულია ახალ ზელანდიაში, მელანეზიის კ-ებზე, სამხრ.-აღმ. აზიასა და ჩრდ. ავსტრალიაში. მთებში ქმნის წმინდა ან შერეულ ტყეს. ა-ის მერქანი ძვირად ფასობს. იყენებენ ავეჯის დასამზადებლად, გემთმშენებლობაში და სხვ. ახალზელანდიური სახეობა - სამხრეთული ა. ანუ კაური (A. australis), ისევე როგორც ზოგიერთი სხვა სახეობა, იძლევა მაღალხარისხოვან ფისს – კაური-კოპალს. თეთრი ა. (A.dammara ანუ A. alba) და სხვა სახეობები მოჰყავთ ორანჟერეებში. XX ს-იდან გაავრცელეს დას. საქართველოში როგორც კულტ მცენარე.