აგალაროვი ჰასან-ბეგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აგალაროვი ჰასან-ბეგი (18. IV. 1816, თბილისი, – 1877, იქვე), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1877).

მონაწილეობდა უნგრეთის ლაშქრობაში (1849), ყირიმის (1853–56), და რუსეთ-ოსმ. (1877–78) ომებში, 1855–59 მეთაურობდა სამხ. კავკ. სამხედრო მუსლიმანთა პოლკს. 1871-იდან – გენ.-მაიორი, კავკ. სამხ. ოლქის გენ. შტაბის გენერალი. დაჯილდოებულია წმ. გიორგის IV, წმ. ანას I, წმ. ვლადიმირის II, ხარისხის ორდენებით.


მ. გოგიტიძე.