აგარა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

1). აგარა, დაბა (1934-იდან) ქარელის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. მტკვრის მარცხ. მხარეს, ქარელ–ხაშურის სარკინიგზო და საავტ. გზაზე.

ტერიტ. ორგანოს ცენტრი (დაბა ა., სოფ. ქვენატკოცა). რკინიგზის სადგური. ზ. დ. 640 მ, ქარელიდან 6 კმ. 3,4 ათ. მცხ. (2014). ა-ში არის კვებისა (მ. შ. შაქრის) და გადამამუშავებელი მრეწვ. საწარმოები.

დ. სვანიძე.

2). აგარა, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭელიაღელის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), მდ. ხოტეურის (კრიხულის მარცხ. შენაკადი) სათავეში, ტყიბულ – ამბროლაურის საავტ. გზაზე. ზ. დ. 1040 მ, ამბროლაურიდან 10 კმ. 91 მცხ. (2014).

3). აგარა, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ახალციხის ქვაბულში, მტკვრის მარცხ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., გურკელი, ზიკილია, საყუნეთი, წინუბანი). ზ. დ. 940 მ, ახალციხიდან 17 კმ, აწყურიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 5 კმ. 348 მცხ. (2014). სოფელში დგას შინმოუსვლელთა ობელისკი.

ა. წყაროებში პირველად XVI ს-იდან იხსენიება. შემდგომ პერიოდში ოსმ. ექსპანსიის შედეგად გაუკაცრიელდა. 1870 აქ 3 კომლიღა ცხოვრობდა, მოგვიანებით კვლავ აღორძინდა.

ი. სიხარულიძე.

4). აგარა, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა აგარისა და ქვედა აგარის გავრცელებული სახელწოდება.

5). აგარა, სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის თემში (აჭარის არ), მდ. ჭოროხის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 380 მ, ხელვაჩაურიდან 7 კმ. 319 მცხ. (2014).

6). აგარა, სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორთაბათუმის თემში (აჭარის არ), მდ. ყოროლისწყლის მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 200 მ, ხელვაჩაურიდან 12 კმ. 672 მცხ. (2014).

7).აგარა, სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში (აჭარის არ), მდ. საყევარის მარცხ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., გელაური, ნამონასტრევი, პანტნარი, საციხური). ზ. დ. 1280 მ, ხულოდან 17 კმ. 497 მცხ. (2014). სოფელში არის განვითარებული შუა საუკ. ეკლესია „ნასაყდრალი“, რ-შიც შემორჩენილია მოხატულობის კვალი.

8).აგარა, სოფელი ისტორიულ სამხრ. საქართველოში, იმერხევში, ხევის მარჯვ. ნაპირზე, იმერხევთან შესაყარის ახლოს (ახლანდ. თურქეთი, ართვინის ვილაიეთი).

ლიტ.: სიხარულიძე ი., შავშეთ-იმერხევი, ბათ., 1988.

ი. სიხარულიძე.

9).აგარა, სოფელი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, შავშეთში (ახლანდ. თურქეთი, ართვინის ვილაიეთი). სამხრ. საქართველოში მოგზაურობის დროს ნ. მარმა ა-ში მიაკვლია ეკლესიის სამშენებლო ქვას წარწერით: „აეშენა ესე წმინდა ეკლესია ქორონიკონსა სპ“. ვარაუდით, ა-ის ეკლესია 1061 წლით შეიძლება დათარიღდეს.

ლიტ.: სიხარულიძე ი., შავშეთ-იმერხევი, ბათ., 1988.

ი. სიხარულიძე.