აკაკი ერმილეს ძე კერესელიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
17:53, 12 აპრილი 2022-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: აკაკი ერმილეს ძე კერესელიძე [15 (28). VIII. 1916, სოფ. უწერა, ახლანდ. ონის...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აკაკი ერმილეს ძე კერესელიძე [15 (28). VIII. 1916, სოფ. უწერა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 6. VIII. 1996, თბილისი], ენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1970), სა­ქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1979). 1938 დაამთავრა სა­ქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი. მუშაობა დაიწყო თბილ. ენერგეტიკულ ნა­გებობათა ტრესტში ინჟინერლა­ბორანტად. 1940-იდან მივლინებული იყო აზერბაიჯანში ნავთობქიმიის ინ-ტში. მუშაობდა "აზნავთობის" ერთ-ერთ საწარმოში მთ. ენერგეტიკოსად. 1947- იდან სპი-ში ეწეოდა პედ. საქმიანობას. პარალელურად ხელმ­ძღვანე­ლობ­და თბილ. ელექტროტექ. სამეცნ.-კვლ. ინტ-ის ელექტრული მანქანების განყ-ბას (1958–63). 1972–89 სპი-ში იყო ელექტროტექ. კა­თე­დრის გამგე. 1982 მიენიჭა სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემია.