არაბული ავთანდილ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
12:30, 16 მარტი 2022-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search
ა. არაბული.

არაბული ავთანდილ ირაკლის ძე (დ. 24. III. 1953, სოფ. ჯუთა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), ენათმეცნიერი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1998), მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (2015).

1976 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1980 მუშაობა დაიწყო ენათმეცნ. ინ-ტში – იყო ლექსიკოლოგიის განყ-ბის გამგე (1988–98, 2005–09), დირექტორის მოადგილე (2000–05), დირექტორი (2014–17).

2005–06 თსუ-ში განაგებდა ქართ. ენის კათედრას; 2008–10 – წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნ-ტში ქართ. ენისა და ლიტ-რის კათედრას. 2010–20 იყო „რუსთაველის კომიტეტის“ სწავლული მდივანი და გამგის მოადგილე, ხოლო 2021-იდან ამ კომიტეტის ხელმძღვანელია.

ა. იკვლევდა ქართ. და ქართვ. ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ლექსიკოლოგიისა და დიალექტოლოგიის საკითხებს. ხელმძღვანელობდა ქართ. ენის სახელმწ. პროგრამას (ლექსიკოლოგიური მონაკვეთი, 2003–05), ქართ. ენის ისტ.-ეტიმოლოგიური ლექსიკონის სამუშაოებს (1986–89). არის მთავარი რედაქტორი „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ახალი რედაქციისა (2008–20; გამოსულია 4 ტომი).

ნაყოფიერად მუშაობს ქართ. ენის სწავლების ახლებურ ხედვაზე.

თხზ.: მესამე სერიის ნაკვთეულთა წარმოება და მნიშვნელობა ძველ ქართულში, თბ., 1984; ზმნური და სახელური ფუძეთქმნადობის პრობლემა ქართველურ ენებში, თბ., 2001; ქართული მეტყველების კულტურა, თბ., 2004; ენა ჩვენი არსობისა, თბ., 2013; „ვეფხისტყაოსნის“ თავგადასავალი, თბ., 2016; მარადული თანამედროვე შტრიხები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი პორტრეტისათვის, თბ., 2020.