ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
20:05, 21 აგვისტო 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: ა, ქართ. ანბანის პირველი ასო; მისი სახელია „ანი“; გრაფ. სიმბოლ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

ა, ქართ. ანბანის პირველი ასო; მისი სახელია „ანი“; გრაფ. სიმბოლო შუა რიგის დაბალი აწეულობის არალაბიალიზებული ხმოვანი ბგერისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴀ, ნუსხურში - ⴀ, ძვ. ქართ. სათვალავში აღნიშნავს ერთს (1) (იხ. ცხრილი). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა შუა ორ ხაზში თავსდება. ა-ს გრაფ. განვითარება ცხრილში წარმოდგენილია V–XVII სს. ეპიგრაფ. ძეგლების, ხელნაწერებისა და ისტ. საბუთების მიხედვით.

მოძიებულია „https://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ა&oldid=19627“-დან