დავიდოვი სერგეი ივანეს ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
14:05, 22 სექტემბერი 2022-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

დავიდოვი (დ ა ვ ი თ ა შ ვ ი ლ ი) სერგეი ივანეს ძე (1793–1878, პეტერბურგი), რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, ოფიცერი, კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის შთამომავალი (გვარი მომდინარეობს მეფე ალექსანდრე I-ის შვილიშვილის, დავითის სახელიდან).

1812 რუს. სამამულო ომისა და 1813–14 ევრ. ლაშქრობათა მონაწილე. ომის შემდეგ ეკავა მაღალი ადმ. თანამდებობანი. იყო ბელოსტოკის ოლქის მმართველი, რუს. რამდენიმე გუბერნიის ვიცე-გუბერნატორი და სამოქალაქო გუბერნატორი.

მოღვაწეობდა განათლების დარგ-შიც: 1838-იდან იყო კიევის სასწ. ოლქის მზრუნველი, 1844-იდან – სანქტ- პეტერბ. მეცნ. აკად. საპატიო წევრი;

1845-იდან – სენატორი, 1852-იდან – სანქტ- პეტერბურგის მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი.