დვალიშვილი დავით: განსხვავება გადახედვებს შორის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:dvalishvilid.jpg|200px|thumb|right|დავით დვალიშვილი ლუარსაბი, ი. ჭავჭავაძის "კაცია – ადამიანი?!"]]
+
[[ფაილი:dvalishvilid.jpg|200px|thumb|right|დავით დვალიშვილი  
 +
ლუარსაბი, ი. ჭავჭავაძის "კაცია – ადამიანი?!"]]
 
დვალიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (დ. 1. V. 1948, ქ. ტყიბული), მსახიობი.  
 
დვალიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (დ. 1. V. 1948, ქ. ტყიბული), მსახიობი.  
  

16:49, 9 მარტი 2022-ის ვერსია

ფაილი:Dvalishvilid.jpg
დავით დვალიშვილი ლუარსაბი, ი. ჭავჭავაძის "კაცია – ადამიანი?!"

დვალიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (დ. 1. V. 1948, ქ. ტყიბული), მსახიობი.

საქართვ. დამს. არტისტი (1979). 1970 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტი. 1970–80 იყო ქ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრის მსახიობი, სადაც წარმატებით შეასრულა როლები: ვახუშტი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), შოშიაშვილი (შ. ჩხაიძის "მკვლელობა სადგურზე"), ილარიონი (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") და სხვ. 1980–83 იყო თბილისის ს. ახმეტელის სახ. თეატრის მსახიობი. 1983-იდან მოღვაწეობს თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში.

შესრულებული აქვს როლები: ივანე (მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები"), დე სილვა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ნოე ჟორდანია (გ. ქართველიშვილის "ქაქუცა ჩოლოყაშვილი"), ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძის "კაციაადამიანი?!") და სხვ. გადაღებულია ფილმებში, მ. შ.: კობერიძე ("არმია – ჩემი სიყვარული“, გორკის სახ. კინოსტუდია, 1979), მიხო ("ზოგი ჭირი მარგებელია", 1982), მოსამართლე ("მონანიება", 1984), ობობა ("ჯადოქრის ბეჭედი", უკრაინფილმი, 1992) და სხვ.