დვალიშვილი მანუელ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
16:52, 9 მარტი 2022-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: დვალიშვილი მანუელ სამუელის ძე (დ. 23. XII. 1928, სოფ. სულორი, ახლანდ. ვ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

დვალიშვილი მანუელ სამუელის ძე (დ. 23. XII. 1928, სოფ. სულორი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი), თერაპევტი.

მედ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1999). 1953 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტი, 1953–78 მუშაობდა ბორჯომში, სანატორიუმ "ლიკანში" სხვადასხვა თანამდებობაზე. 1978 – კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლ. ინტის ბორჯომის ჯგუფის უფრ. მეცნ. მუშაკი; 1979–93, 1995–97 იყო სანატორიუმ "ლიკანის" მთ. ექიმი; 1997–2008 – სააქციო საზ-ბა სანატორიუმ "ლიკანის" დირექტორი; 2008-იდან კონსულტანტია.

დ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ.შ. 9 სახელმძღვანელოსი და 4 მონოგრაფიისა. 1979 მიენიჭა საქართვ. დამს. ექიმის საპატიო წოდება. დაჯილდოებულია რუს. სამედ.-ტექნიკურ მეცნ. აკადემიის ოქროს მედლით.