დვალიშვილი ნადეჟდა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
14:17, 22 სექტემბერი 2022-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search
ნადეჟდა დვალიშვილი

დვალიშვილი (ქალიშვილობის გვარი – ხ ნ ი კ ი ნ ა) ნადეჟდა პავლეს ასული (დ. 24. VI. 1933, ბაქო), სპორტსმენი, მძლეოსანი.

სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1953). 1967 დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. სახელმწ. ინ-ტი. საზ-ბა „დინამოს" წევრი (თბილისი). სსრკ ჩემპიონი 100 (1951, 1953) და 200 მ (1951, 1953) რბენაში. სსრკის მრავალგზის რეკორდსმენი სპრინტსა და ესტაფეტებში (სხვადასხვა მანძილზე).

მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი [1952 _ ესტაფეტა 4 × 100 მ , ესტაფეტა 4 × 200 მ (1953, 1956)].

XV ოლიმპიური თამაშების (1952, ჰელსინკი) ბრინჯაოს პრიზიორი 200 მ რბენაში. XVI ოლიმპიური თამაშების (1956, მელბურნი) ბრინჯაოს პრიზიორი სიგრძეზე ხტომაში.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენები.

ნ. გუგუშვილი.