დვალიშვილი შალვა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
17:01, 9 მარტი 2022-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

დვალიშვილი შალვა თეოფილეს ძე (1903, სოფ. ზედა ბზვანი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 31. I. 1943, ქ. უხტა, ახლანდ. რუს. ფედერაციის კომის ავტონ. რესპ.), პოლიტიკური მოღვაწე, 1921–24 საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობის აქტ. მონაწილე.

1921-იდან საქართვ. ს.-დ. (მენშევიკური) პარტიის ვანის რაიონული იატაკქვეშა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. 1924 აგვისტოს აჯანყებაში, რ-ის ჩახშობის შემდეგ, 1924–34 ეწეოდა არალეგალურ პოლიტ. საქმიანობას. 1934 დაპატიმრებულ იქნა საქ. სსრ შინსახკომის მიერ და აქტ. ანტისაბჭ. მოღვაწეობისათვის მიესაჯა 10 წლით გადასახლება. 1943 წ. 31 იანვ. გადასახლების ადგილზე დახვრიტეს ადმინისტრ. წესით. დაკრძალვის ადგილი უცნობია.

ლიტ.: დ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ო., ქართული ეროვნული სულის უკვდავება, ქუთ., 2005.

ლ. ურუშაძე.