თევზაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
 
ხაზი 152: ხაზი 152:
  
 
==გურამ ბენიამინის ძე თევზაძე==
 
==გურამ ბენიამინის ძე თევზაძე==
 +
[[ფაილი:gbtevz.jpg|200px|thumb|left|გ. ბ. თევზაძე]]
 
გურამ ბენიამინის ძე
 
გურამ ბენიამინის ძე
 
(დ. 30.I.1932, თბილისი), ფილოსოფოსი. სა­ქართვ. მეცნ. ეროვნ.
 
(დ. 30.I.1932, თბილისი), ფილოსოფოსი. სა­ქართვ. მეცნ. ეროვნ.
ხაზი 229: ხაზი 230:
  
 
==დავით დავითის ძე თევზაძე==
 
==დავით დავითის ძე თევზაძე==
 +
[[ფაილი:ddtevz.jpg|200px|thumb|left|დ. დ. თევზაძე]]
 
დავით დავითის ძე
 
დავით დავითის ძე
 
(დ. 30. I. 1949, ქ. სოხუმი), გენერალ-ლეიტენანტი (1998), ფილოს.
 
(დ. 30. I. 1949, ქ. სოხუმი), გენერალ-ლეიტენანტი (1998), ფილოს.
ხაზი 259: ხაზი 261:
  
 
==ვალერიან თევზაძე==
 
==ვალერიან თევზაძე==
 +
[[ფაილი:etevz.jpg|200px|thumb|left|ვ. თევზაძე]]
 
ვალერიან (10. II. 1892
 
ვალერიან (10. II. 1892
 
– 13. XII. 1985), სამ­ხედ­რო მოღვაწე, პოლკოვნიკი, ქარ­თუ­ლი ემიგრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. იყო რუს. არმიის ოფიცერი, მონაწილეობდა I მსოფლიო
 
– 13. XII. 1985), სამ­ხედ­რო მოღვაწე, პოლკოვნიკი, ქარ­თუ­ლი ემიგრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. იყო რუს. არმიის ოფიცერი, მონაწილეობდა I მსოფლიო
ხაზი 382: ხაზი 385:
  
 
==ინგა ბორისის ასული თევზაძე==
 
==ინგა ბორისის ასული თევზაძე==
 +
[[ფაილი:itevz.jpg|200px|thumb|left|ი. თევზაძე]]
 
ინგა ბორისის ასული
 
ინგა ბორისის ასული
 
(დ. 30. VII. 1941, თბილისი),
 
(დ. 30. VII. 1941, თბილისი),
ხაზი 401: ხაზი 405:
 
შესრულებისათვის დამახასიათებელია მუსიკალობა, სინარნარე,
 
შესრულებისათვის დამახასიათებელია მუსიკალობა, სინარნარე,
 
არტისტიზმი, პლასტიკურობა.
 
არტისტიზმი, პლასტიკურობა.
 +
 +
 +
 +
 +
 +
  
  
ხაზი 440: ხაზი 450:
  
 
==მერაბ ნიკოლოზის ძე თევზაძე==
 
==მერაბ ნიკოლოზის ძე თევზაძე==
 +
[[ფაილი:mtevz.jpg|200px|thumb|left|მ. თევზაძე]]
 
მერაბ ნიკოლოზის ძე
 
მერაბ ნიკოლოზის ძე
 
(5. III. 1939, თბილისი, – 29.
 
(5. III. 1939, თბილისი, – 29.
ხაზი 555: ხაზი 566:
  
 
==ნიკოლოზ არტემის ძე თევზაძე==
 
==ნიკოლოზ არტემის ძე თევზაძე==
 +
[[ფაილი:ntevz.jpg|200px|thumb|left|ნ. თევზაძე.]]
 
ნიკოლოზ არტემის ძე
 
ნიკოლოზ არტემის ძე
 
[9 (22). V. 1908, ქუთაისი, – 24. I.
 
[9 (22). V. 1908, ქუთაისი, – 24. I.
ხაზი 607: ხაზი 619:
  
 
==რევაზ ნიკოლოზის ძე თევზაძე==
 
==რევაზ ნიკოლოზის ძე თევზაძე==
 +
[[ფაილი:rtevz.jpg|200px|thumb|left|რ. თევზაძე.]]
 
რევაზ ნიკოლოზის ძე
 
რევაზ ნიკოლოზის ძე
 
(დ. 22. VI. 1931, ქუთაისი), გეოლოგი. სა­ქარ­თვ. დამს. ინჟინერი
 
(დ. 22. VI. 1931, ქუთაისი), გეოლოგი. სა­ქარ­თვ. დამს. ინჟინერი

მიმდინარე ცვლილება 16:58, 19 ივნისი 2020 მდგომარეობით

ალექსანდრე ალექსის ძე თევზაძე

ალექსანდრე ალექსის ძე (2.I. 1903, თბილისი, –28. III. 1967, იქვე), არქიტექტორი. სა­ქართვ. დამს. ინჟინერი (1964). დაამთავრა სა­ქართვ. საინჟ.-სამშ. ინ-ტი (1930). 1924იდან (ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან) მუშაობდა სხვა­დასხვა სამშ. და საპროექტო ორგანიზაციებში. იყო საპროექტო ინ-ტის “თბილქალაქპროექტის” მმართველი (1941–54), თბილ. მთ. არქიტექტორი (1954–59), სა­­ ქართვ. არქიტექტორთა კავშირის თავჯდომარე (1959–60), საპროექტო ინ-ტის “საქგიპროტორგის” არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელი (1960–67). ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები თბილისში (1950, ჭოველიძისა და კოსტავას ქუჩების გადაკვეთა, არქიტ. ქ. დგებუაძესთან ერთად; 1950, მელიქი­შვი­ლის ქუჩა, 8, არქიტ. ი. კასრაძესთან ერთად; 1953, თამარ მეფის გამზირი, 23/25, არქიტ. ი. კასრაძესთან ერთად), დასასვენებელი სახლის რეკონსტრუქცია წყნეთში (XX ს. 50-იანი წლების დასაწყისი).

თ. გერსამია

ანდრო რაჟდენის ძე თევზაძე

ანდრო რაჟდენის ძე (3. I. 1912, სოფ. გომი, ახლანდ. სამტრედიის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, – 6. IV. 1974, თბილისი), პოეტი. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1936-იდან. თსუ-ის დამთავრების შემდეგ (1940) მუშაობდა ჟურნ. “ოქტომბრელის” პ/მგ მდივნად, “კომუნისტის”, “ახალგაზრდა კომუნისტის”, “ლიტერატურა და ხელოვნების” რედაქციებში; 1952იდან სა­ქართვ. მწერალთა კავშირის აჭარის განყ-ბის პ/მგ მდივანი იყო, ხოლო 1953–58 – გამომც. “საბჭოთა მწერლის” დირექტორი. თ-ის მთავარი პოეტური კრებულებია: “ვარს­კვლავების ღიმილი” (1948), “ლექსები, პოემა” (1954), განახლდა გული” (1971) და სხვ. მას ეკუთვნის მონოგრაფია “უშანგი ჩხე­იძე” (1952, 1961), კრებ. “ლიტერატურული წერილები და ნარკვევები” (1962) და სხვ. თხზ.: რჩეული, თბ., 1965; ერთტომეული, თბ., 1975.


გელა გურამის ძე თევზაძე

გელა გურამის ძე (27. IV. 1966, თბილისი, – 8. VIII 2012, თელავი), ბიოლოგი, გენეტიკოსი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (2001), დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკ. სახელმწ. უნ-ტი (1988). მიწვეული იყო სამეცნ. კვლევების ჩასატარებლად ჩიკაგოს (აშშ, ილინოისის შტატი) უნ-ტის უჯრედული ბიოლ. და მოლეკულური გენეტიკის დეპარტამენტში (1992–2001) გაიარა პოსტდოქტორანტურა (1998_2001), იყო ამავე დეპარტ. პროფესორი (2001_06); ჟენევის (შვეიცარია) უნ-ტის მოლეკულური ბიოლ. დეპარტ. მიწვეული მეცნიერი (2007-08); თბილ. თავისუფალი უნ-ტის სრული პროფესორი (2010–12), სადაც დააარსა მოლეკულური ბიოლ. და გენეტიკის ლაბორატორია, რ-იც მისივე სახელობისაა გარდაცვალების შემდეგ). თ-ის სასწ.-პედ. საქმიანობა მოიცავდა მოლეკულური გენეტიკის, ასევე მოლეკულური და უჯრედული ბიოლ. თანამედროვე საკითხების სწავლებას აკად. განათლების ყველა დონეზე. თ-ის კვლევის სფეროს წარმოადგენდა მეიოზის გენეტ. კონტროლი, მეიოზის დროს იმ გენეტ. მექანიზმების ახსნა, რ-ებიც კოორდინაციას უწევს მეიოზურ დაყოფას; სპეციფ. ტრანსკრიფცია, ფოსფოლიპაზების და ლიპიდოდამოკიდებული ცილები გამეტოგენეზში; თ-ის სამეცნ. შრომები ფოკუსირებულია ფოსფოლიპაზების, ლიპიდებთან შეჭიდული და ლიპიდების დამაკავშირებელი პროტეინების როლის შესწავლაზე; მეიოზურ დაყოფასა და სპორების ფორმირებას შორის ურთიერთკავშირზე მექანიზმებში. აღნიშნული პროცესების მოდელირება ხორციელდებოდა სოკო შაცცჰარომყცეს ცერევისაე-ზე მისი სპორულაციის პროცესში. იკვლევდა პროტეინების აღნიშნული სამი კლასის ლიპიდური სიგნალირების პროცესებში მონაწილეობას. თ. არის მრავალი სამეცნ. სტატიის (მათგან უმეტესობა გამოქვეყნებულია აშშ მეცნ. ეროვნ. აკად. შრომებსა და შვეიცარიის სამეცნ. ჟურნალებში) და მონოგრაფიის თანაავტორი. თხზ.: Биология в вопросах и ответах. М.Б. Беркинблит, С. М. Глаголев, М. В. Голубев, Т. Ю. Минаев, А. Р. Мушегян, В. Г. Онипченко, Г. Г. Тевзадзе, С. Б. Язвенко, Л. Ю. Ямпольский, М., 1994 (თანაავტ.). გ. კამკამიძე.


გიგი გურამის ძე თევზაძე

გიგი გურამის ძე (დ. 22.VI.1967, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2002). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი (1989). სხვა­დასხვა დროს მუშაობდა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა აღდგენის ცენტრში (NAჩღEშ) (1986–89); თსუ-ის ფილოს. და სოციოლოგიის ფაკ-ტზე (1992–97); საზ. აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინ-ტში (IPM) (1996–98); სა­ქართვ. პარლამენტში (1997–99); თსუ-ის ფილოს. და სოციოლოგიის ფაკ-ტზე (1997–2002); თბილ. ილია ჭავჭავაძის ენისა და კულტურის სა­ხელმწ. უნ-ტის ფილოს. და სოციალურ მეცნ. ფაკ-ტის, სოციოლოგიის კათედრის გამგე (2002– 06); განათლების სამინისტროს განათლების რეფორმის პროექტის “ილია ჭავჭავაძის” დირექტორი (2004–06). ილიას სა­ხელმწ. უნტის რექტორი (2006–14), ილიას სა­ხელმწ. უნ-ტის 4D კვლევის ინტის დირექტორი (2013-იდან).

თ-ის კვლევის ძირითადი სფერო­ებია: სოც. მეცნიერება, ფილოსოფია, ადამიანის ქცევის ევოლუცია, იდეების ისტორია. გამოქვეყნებული აქვს 7 მონოგრაფია და 2 მხატვ­რული წიგნი. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა ქართ., ინგლ., გერმ., მაკედონიურ და რუს. ენებ­ზე.

თხზ.: ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა), თბ., 1993; მომავლის ნიშნები, თბ., 1995; საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები, თბ., 1999; ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია, თბ., 2001; სოციალური ქცევის ევოლუცია ჰომომდე და შემდეგ, თბ., 2013 (ქართულ და ინგლისურ ენებზე).


გიორგი არტემის ძე თევზაძე

გ. ა. თევზაძე

გიორგი არტემის ძე [22. VI (5.VII). 1914, ახალსოფელი, ახლანდ. ამბროლაურის მუ­ნი­ცი­პა­ლიტე­ტი, – 23. VIII. 1988, თბილისი], ასტრონომი და მექანიკოსი. ფიზიკამათ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1963), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1980). დაამთავრა თსუ (1934). 1940–44 მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ­ობსერვატორიაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1963-იდან იყო სპი-ის თეორ. მექან. კათედრის პროფესორი. თ-მ პულკოვოს აბსერვატორიაში დაამუშავა ასტრონ. ხელსაწყოს “ცაფვების” – სამაჯურების გამოკვლევის ახ. ზუსტი ე. წ. “ავტოკოლიმაციური” მეთოდი, 1940 განსაზღვრა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის გეოგრ. კოორდინატები 1942 წ. 15 დეკემბერს თ-მ აღმოაჩინა კომეტა, რ-საც 1985-მდე უწოდებდნენ უიპლ– ფედტკე–თევზაძის კომეტას. შემდგომ წლებში ასტრონომებმა ლ. ოტერმამ (ფინეთი) და დ. დუბიაგომ (სსრკ) გამოთვლების საფუძველზე ეს კომეტა გააიგივეს მარსელის ობსერვატორიაში კოჯიას მიერ 1867 აღმოჩენილ კომეტასთან, რის შედეგადაც ლიტ-რაში შევიდა ახ. სახელწოდებით – სტეფან–ოტერმას კომეტა. 1942 წ. 26 დეკემბერს თ-მ აღმოაჩინა კომეტა 1942 I, რ-ის აღმოჩენისათვის დააჯილდოვეს წყნარი ოკეანის ასტრონ. საზ-ბის დონოეს სახ. მედლით “კომეტის აღმოჩენისთვის”. თ-მ გამოიკვლია “ტრაპეციის ტიპის” ჯერად ვარსკვლავთა სისტემების მდგრადობის საკითხი. მისი მონა­წილეობით მომზადდა და გამოიცა (1961) პირველი ქართ. ასტრონ. კალენდარი “წელიწდეული”. 1979 (II გამოც. 1984) გამოიცა თ-ის გამოკვლევა “რუსთაველის კოსმოლოგია”, რ-იც შეიცავს ავტორის შეხედულებას რუსთაველის წარმოდგენაზე სამყაროს აგებულების შე­სა­ხებ.

გურამ ბენიამინის ძე თევზაძე

გ. ბ. თევზაძე

გურამ ბენიამინის ძე (დ. 30.I.1932, თბილისი), ფილოსოფოსი. სა­ქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (1993; წ.-კორ. 1988), ფილოს. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1970). სა­­ ქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყ-ბის აკად.-მდივანი (1993-იდან), აკად. ვიცე-პრეზიდენტი (2001–13). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1954). იყო სა­ქართვ. მეცნ. აკად. ს. წერეთლის სახ. ფილოს. ინ-ტის მეცნ. თანამშრომე­ლი (1957–66), ამავე ინ-ტის ფილოს. ისტორიის განყ-ბის გამგე (1966–70), თსუ-ის ფილოს. ისტ. კათედრის გამგე (1971იდან). ჟურნ. “გეორგიკის” (1979იდან) და “რელიგიის” (1992-იდან) რედკოლეგიის წევრი. ავ­ტორია სა­ხელმძღვანელოებისა ფილოს. ისტორიაში. ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც (ი. კანტი, გ. ჰეგელი, მ. ჰაიდეგერი, ნ. ჰარტმანი).


თ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებებია ქართ. ფილოს. ისტორია, კლასიკური გერმ. ფილოსოფია და მისი გავლენა მსოფლიო კულტურაზე. თ-მ ქართ. ფილოსოფიაში დააყენა კაპადოკიური რენესანსის პრობლემა, ანალოგიისა და ადამიანის დანიშნულების პრობლემები იოანე პეტრიწთან. ახლებურად გაიაზრა სისტემის, როგორც ორგანიზმის საკითხი კანტის ფილოსოფიაში; განსაზღვრა ი. ა. შადის ადგილი გერმ. კლასიკაში; წამოაყე­ნა გერმ. ნეოკანტიანე­ლობის ახ. განმარტება, ასევე ირაციონალიზმის, როგორც გონების თვითკრიტიკის, პრობლემა.


თ. მონაწილეობდა ი. კანტის III, V, VII საერთაშ. კონგრესების მუშაობაში. კითხულობდა სპეცკურსს “კანტის წმინდა გონების კრიტიკაზე” მოსკოვის სა­ხელმწ. უნ-ტში (1981), ასევე ლექციების კურსს (ი. კანტი, გ. ჰეგელი, ნ. ჰარტმანი) ქ. ჩანჩუნის (ჩინეთი) უნ-ტში (1990). ხელმძღვანელობდა ფილოს. საზაფხულო სკოლას ქ. ვილნიუსში (1986). იყო ჟურნ. “Философский поиск” (ქ. ვიტებსკის სა­ხელმწ. უნ-ტი) საერთაშ. სარედაქციო საბჭოს წევრი (1996). დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით (1998) და ღირსების ორდენით (2002).

თხზ.: გერმანული ნეოკანტიანობის შემეცნების თეორია, თბ., 1963; ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა, თბ., 1967; იმანუელ კანტი, თბ., 1974; ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1995; შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბ., 2002; აღორძინების ეპოქის ფილოსოფია, თბ., 2008; ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწ. 1–2, თბ., 2009–12; Иммануил Кант. Проблемы теоретической философии, Тб., 1979.


დავით გიორგის ძე თევზაძე

დავით გიორგის ძე (17. III. 1918, სამტრედია, – 15.XI. 2006, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1976). 1936–40 სწავლობდა თეატრ. ინ-ტში; 1944 დაამთავრა სოხუმის სა­ხელმწ. პედ. ინ-ტი. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა სა­ქართვ. სხვა­და­სხვა უმაღლეს სასწავლებელში, 1958–2004 მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში. თ. იკვლევდა XX ს. ­ქართ. ლიტ-რისა და სალიტერატურო კრიტ. თეორიისა და ისტ. საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: “თანამედროვეობა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში” (1964), “კრიტიკის ბუნება” (1978), “კონსტანტინე გამ­სახურდია და თანამედროვეობა” (1996), “ვასილ წერეთელი” (1998), “ქარ­თუ­ლი სიმბოლიზმი – პრო ეტ ცონტრა” (2002) და სხვ. თარგმნა ლოპე დე ვეგას კომედია “შეყვარებული ასული” (1948).

იყო არაერთი პრემიის და ჯილდოს მფლობელი, მ.შ. ი. ჭავჭავაძის სახ. ლიტ. პრემიისა (1999).


დავით დავითის ძე თევზაძე

დ. დ. თევზაძე

დავით დავითის ძე (დ. 30. I. 1949, ქ. სოხუმი), გენერალ-ლეიტენანტი (1998), ფილოს. მეცნ. კანდიდატი (1983). 1971 დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი, 1978 – თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი. 1992 მოხალისედ შევიდა ქართ. გვარდიაში, მონაწილეობდა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რიტ. მთლიანობისათვის ბრძოლებში აფხაზეთსა და ცხინვალში. იყო ბატალიონ “ორბის”, შემდეგ – სწრაფი რეაგირების კორპუსის I ბრიგადის, თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადის მეთაური. 1994 სამხ. დახელოვნება გაიარა ქ. რომში ნატოს თავდაცვის კოლეჯში, 1995 ­გერმანია­ში – სტრატეგიული კვლევისა და თავდაცვის ეკონ. კოლეჯში, 1996–97 – აშშ-ის არმიის სამეთაურო და გენ. შტაბის კოლეჯ­ში. 1998–2004 იყო ­სა­ქართველოს თავდაცვის მინისტრი.


გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი ქართ., რუს., ინგლ. ენებზე, არის ევრ. იდეათა შემსწავლელი საერთაშ. საზ-ბის და ნიუ-იორკის მეცნ. აკად. წევრი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (1993).

ლ. დოლიძე


ვალერიან თევზაძე

ვ. თევზაძე

ვალერიან (10. II. 1892 – 13. XII. 1985), სამ­ხედ­რო მოღვაწე, პოლკოვნიკი, ქარ­თუ­ლი ემიგრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. იყო რუს. არმიის ოფიცერი, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). 1918-იდან თ. სა­ქართვ. დემოკრ. რესპ. არმიის ოფიცერი იყო. იმავე წელს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება, მონა­წილეობდა სა­ქართვ. მტრების წინააღმდეგ წარმოებულ მრავალ სამხ. ოპერაციაში. აქტიურად მონაწი­ლეობდა რესპ. შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. 1921 მარტში იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. ­ქართვ. მხედრების ერთ ჯგუფთან ერთად გადავიდა პოლონეთში და იყო პოლონეთის არმიის ოფიცერი. მეორე მსოფლიო ომის (1939–45) დაწყების დროს თავი ისახელა ვარშავის დაცვისათვის ბრძოლებში, რისთვისაც “ვირტუტი მილიტარის” (“მხედ­რული მამაცობისთვის”) ვერცხლის ჯვრით დააჯილდოვეს. ავტორია მოგონებებისა “განვლილი გზა”, რ-იც საყურადღებო ცნობებს შეიცავს 1917–21 სა­­ ქართველოს საში­ნაო და საგარეო ვითარების შე­სა­ხებ.

თხზ.: ქართველი ოფიცრის ჩანაწერები, თბ., 1990.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი ნ., ქართველი მხედრები პოლონეთის დროშის ქვეშ, თბ., 1998.

ლ. ურუშაძე.


ვახტანგ ისმაილის ძე თევზაძე

ვახტანგ ისმაილის ძე (24. X. 1933, თბილისი, – 6. III. 2013, იქვე), ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1991), სა­­ ქართვ. სოფ. მეურნეობის მეცნ. აკად. წ.-კორ. (1995). 1957 დაამთავრა სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქარ­თვ. ჰიდროტექ. და მელიორ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (ახლანდ. სა­­ ქართვ. ტექ. უნ-ტის წყალთა მეურნეობის ინ-ტი) უფრ. მეცნ. თანამშრომლად. 1973 ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა იაპონიაში, 1979–80 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიწვევით ლექციებს კითხულობდა გარემოს დაცვის პრობლემებზე ნოვოჩერკასკსა და მოსკოვში. 1980–90 საქარ­თვ. ჰიდროტექ. და მელიორაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ხელმძღვანელობდა სამთო მელიორ. განყბას, ხოლო 1991–93 – ბუნებრი­ვი კატასტროფული მოვლენების ლაბორატორიას. 1993-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. წყალთა მეურნეობისა და საინჟ.-ეკოლ. ინ-ტის (ახლანდ. სტუ-ის წყალთა მეურნეობის ინ-ტი) დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში. თ-ის სამეცნ. კვლევის სფერო მოიცავს ჰიდრავლიკის, ჰიდროლ., ჰიდროტექ. და საინჟ. ეკოლოგიის, წყალთა მეურნეობისა და მელიორ. დარგებს, აგრეთვე ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, მისი შრომები ეხება ბუნებრივი კატასტროფების, მთის რეგიონებში კალაპოტური პროცესებისა და ეროზიულ-ღვარცოფული მოვლენების შესწავლას, მათ წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და საშუალებებს. აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული მიმართულებებით ბუნების დამცავ ნაგებობათა პროექტებისა და სა­ხელმწ. კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში, აგრეთვე ერთობლივი საერთაშ. პროექტების დამუშავებაში. პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1993–95) სა­ქარ­თვე­ლოს ტექ. და აგრ. უნ-ტებში. 1996-იდან ბუნებრივი კატასტროფების განყბას ხელმძღვანელობდა სტუ-ში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).


თხზ.: ღვარცოფებისა და ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობების ჰიდრავლიკა, თბ., 1996 (თანაავტ.: ო. ნათი­­ შვი­ლი, ზ. დანელია); Гидравлические закономерности связных селей, Тб., 1996 (თანაავტ. О. Г. Натишвили); Движение селей и их взаимодействие с сооружениями, Тб., 2001 (თანაავტ. О. Г. Натишвили); Основы динамики селей, Тб., 2007 (თანაავტ. О. Г. Натишвили).


თამაზ ვლადიმერის ძე თევზაძე

თამაზ ვლადიმერის ძე (დ. 1.IV. 1928, თბილისი), არქიტექტორი. სა­ქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). დაამთავრა მოსკოვის არქიტ. ინ-ტი (1952). 1953–64 მუშაობდა არქიტექტორად საპროექტო ინ-ტ “თბილქალაქპროექტში”, 1964–71 – ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალურ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (“თბილზნიეპი”), 1973–78 იყო თბილ. მთ. არქიტექტორი, 1978–87–”თბილქალაქპროექტის” დირექტორი, ხოლო 1987–2002– ამავე საპროექტო ინ-ტის მთ. არქიტექტორი.


ძირითადი ნამუშევრები: თბილისში – სკოლა 880 მოსწავლეზე (ტიპობრივი პროექტი, 1954, არქიტ. მ. კობახიძესთან ერთად); სასტუმრო “კოლხეთი” (1962, არქიტ. ნ. ჯობაძესთან ერთად); მეტროპოლიტენის სადგურ “ნაძალადევის” (ყოფ. “ოქტომბერი”) მიწისზედა ნაგებობა და ქვედა ვესტიბიული (1966, არქიტ. რ. კიკნაძესთან ერთად, მხატვარი ნ. იგნატოვი) და “300 არაგველის” მიწისზედა ნაგებობა (1967); კ. გამსახურდიას ძეგლი (1983, მოქანდაკე თ. კიკალი­შვი­ლი) და სხვ. არის “არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის” პროფესორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

თ. გერსამია.


თამაზ შოთას ძე თევზაძე

თამაზ შოთას ძე (დ. 24. VIII. 1942, დაბა აბასთუმანი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2000). 1965 დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი. 1970–90 მუშაობდა თსუ-ში სხვა­და­სხვა სამეცნ. თანამდებობაზე, 1990–2006 იყო მათ. დაფუძნებისა და მეთოდიკის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციების კურსს მათ. ანალიზში, უმაღლეს მათემატიკაში. 2006იდან მუშაობს სა­ქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართ. უნ-ტში. კითხულობს ლექციების კურსს კალკულუსსა და მათ. ანალიზ­ში. გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნ. შრომა.

თხზ.: Специальные кратные тригонометрические ряды, Тб., 1996; Некоторые классы функций и тригонометрические ряды, «Некоторые вопросы теории функций», I, II, Тб., 1981; I, III, Тб., 1986; Доклады РАН, 1995, т.1, №3; 1996, т.1, №3.


ინგა ბორისის ასული თევზაძე

ი. თევზაძე

ინგა ბორისის ასული (დ. 30. VII. 1941, თბილისი), მოცეკვავე და ბალეტმაისტერი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1982). 1958-იდან სწავლობდა თბილ. ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. სა­ხელმწ. უნ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკ. ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ხელოვნების სა­ხელმწ. ინ-ტის ხალხ. ცეკვების რეჟისორ-საბალეტმაისტერო ფაკ-ტზე (1987). 1961-იდან იყო სა­ქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხი­შვი­ლის სახ. ქართ. ნაც. ბალეტი) სოლისტი. 1990-იდან – ბალეტმაისტერი. თ. მონაწილეობას იღებდა ანსამბლის მთელ რეპერტუარში. ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში: “სიმდი”, “აჭარული”, “მიპატიჟება”, “დავლური”, “სამაია” და სხვ. თ-ის შესრულებისათვის დამახასიათებელია მუსიკალობა, სინარნარე, არტისტიზმი, პლასტიკურობა.





იური ბენიამინის ძე თევზაძე

იური ბენიამინის ძე (დ. 14. I. 1941, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1995). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1965). ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა ფიზ. ფაკ-ტის ბირთვული ფიზ. კათედრაზე. 1967–74 სამეცნ. მივლინებით იმყოფებოდა ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებული ინ-ტის (დუბნა, რუსეთი) მაღალი ენერგიების ფიზ. ლაბორატორიაში. 1974–2005 მუშაობდა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის მაღალი ენერგიების (ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის) კათედრაზე, 1988–2005 იყო ამ კათედრის გამგე. 2006-იდან არის თსუ-ის ზუსტ და საბუნების­მეტყველო ფაკ-ტის ელემენტარული ნაწილაკების ფიზ. სასწ.სამეცნ. ლაბორატორიის გამგე.


1970–95 იყო პროპანის (PBC-500) საერთაშ. კოლაბორაციის წევრი, ხოლო 1995–2005 – A Large Ion Collider Exsperiment-ის (CERN, ჟენევა, შვეიცარია) საერთაშ. კოლაბორაციის წევრი. ამჟამად თანამშრომლობს COMET (Coherent Muon to Electron Transition, იაპონია) კოლაბორაციაში და არის მისი საბჭოს წევრი. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. კვლევის მიმართულებაა ექსპერ. ბირთვული ფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა.

1977 მიიღო მელიქი­შვი­ლის სახ. სამეცნ. პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

თხზ.: ALICE: Physics Performance Report, v.1–2. ALICE collaboration [G. Alessandro (Ed.) et al.], «Journal of Physics», G32, 2006 (თანაავტ.).


მერაბ ნიკოლოზის ძე თევზაძე

მ. თევზაძე

მერაბ ნიკოლოზის ძე (5. III. 1939, თბილისი, – 29. VIII. 2011, იქვე), გეოდეზისტი და სამთო ინჟინერ-მარკშაიდერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1989), სა­ქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (1998). 1961 დაამთავრა სა­ქართვ. პოლიტექ. ინ-ტის (ამჟამად სტუ) სამთო-გეოლ. ფაკ-ტი. მუშა­ობდა სა­ქართვ. მეცნ. აკად. სამთო საქმის ინ-ტში. 1985–2007 იყო სტუის საინჟინრო გეოდეზიის, მარკშაიდერიისა და ქალა­ქის კადასტრის კათედრის გამგე, 2007–11 – სტუ-ის საინჟ. გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი. თ. იყო გეოდ. კვლევის რესპ. ცენტრის ხელმძღვანელი, სა­ქართვ. გეოდეზიური საზ-ბის პირველი პრეზიდენტი, მინერ. ნედლეულის საერთაშ. აკად. წევრი, ამავე აკად. სა­ქართვე­ლოს განყ-ბის პრეზიდენტი, გეოდეზისტთა მსოფლიო ასოციაციის წევრი, ქართ. ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნ. რედაქციის გეოდ. სექციის თავ-რე (1985–2011).


თ-ის შრომები ეხება გეოდეზიასა და სამარკშაიდერო საქმეში ფიზ. მანძილმზომების თეორიას და მის გამოყენებას საინჟ. ნაგებობების დაპროექტება-მშენებლობაში. შექმნა სამარკშაიდერო მონიტორინგის სისტემა. მამასთან (ნ. თევზაძე) ერთად ხელმძღვანელობდა საინჟ. გეოდ. სპეციალობის ჩამოყალიბებას. მონაწილეობდა მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის, თბილსრესის, მადნეულის საბადოს, სამების საკათედრო ტაძრის გეოდ. საფუძვლის პროექტირებაში. თ-მ ფეთქებად საშიშ შახტებ­ში პირველად გამოიყენა ერთდროულად გიროთეოდოლიტი და შუქმანძილმზომი. მინიჭებული აქვს “საპატიო გეოდეზისტის” წოდება. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999), საპატრიარქოს სიგელით.

თხზ.: ფიზიკური ­მანძილსაზომები, თბ., 1996; Теория ошибок и способ наименьших квадратов, М., 1992 (თანაავტ. Б. И. Беляев).



ნანული შალვას ასული თევზაძე

ნანული შალვას ასული (დ. 1.IX. 1934, თბილისი), არქიტექტორი. არქიტ. დოქტორი (1994), პროფესორი (1995). სა­ქართვ. დამს. არქიტექტორი (2012). სა­­ ქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (2005). დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი (1959). 1959–61 მუშაობდა არქიტექტორად საპროექტო ინტ. “თბილქალაქპროექტში”. 1961-იდან მუშაობს სტუ-ში. 1989იდან არის არქიტ. დაგეგმარების საფუძვლების კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი (2006-იდან), არქიტ. საფუძვლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2013-იდან). თ. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომის, სახელმძღვანელოსი, მეთოდური მითითების და ა.შ. პარალელურად ეწევა პრაქტ. საქმიანობასაც. არის მრავალი პროექტისა და განხორციელებული ობიექტის ავტორი, მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსი თელავში (1966), თბილისში (ვ. დავითაიას, გ. გეგელიას, ნ. ჯანშიაშვილთან ერთად, 1977, ბახტრიონის ქ., 16–30) და სხვ. ქართ. არქიტექტურის განვითარებაში შე­ტა­ნი­ლი განსაკუთრებული წვლი­ლისათვის დაჯილდოებულია არქიტექტორთა კავშირის დიპლომით (2004). თხზ.: მასობრივი საცხოვრებლის გა­რემოსთან კავშირის ორგანიზაციის საკითხები, «სტუ-ის სამეცნიერო შრომები», 1991, #9; როგორი შეიძლება იყოს ეკოლოგიური საცხოვრებელი სახლი, იქვე, 2001, #3; არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლები. სახელმძღვანელო, თბ., 2005; არქიტექტურის პროპედევტიკა, თბ., 2014; Грузинская ССР. Градостроительство на склонах, пოд ред. В.Р. Крогиуса, М., 1988. თ. გერსამია.

თ. პაპავა. რ. ჩეკური­შვი­ლი.


ნანული შალვას ასული თევზაძე

ნანული შალვას ასული (დ. 1.IX. 1934, თბილისი), არქიტექტორი. არქიტ. დოქტორი (1994), პროფესორი (1995). სა­ქართვ. დამს. არქიტექტორი (2012). სა­­ ქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (2005). დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი (1959). 1959–61 მუშაობდა არქიტექტორად საპროექტო ინტ. “თბილქალაქპროექტში”. 1961-იდან მუშაობს სტუ-ში. 1989იდან არის არქიტ. დაგეგმარების საფუძვლების კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი (2006-იდან), არქიტ. საფუძვლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2013-იდან). თ. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომის, სახელმძღვანელოსი, მეთოდური მითითების და ა.შ.


პარალელურად ეწევა პრაქტ. საქმიანობასაც. არის მრავალი პროექტისა და განხორციელებული ობიექტის ავტორი, მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსი თელავში (1966), თბილისში (ვ. დავითაიას, გ. გეგელიას, ნ. ჯანშიაშვილთან ერთად, 1977, ბახტრიონის ქ., 16–30) და სხვ. ქართ. არქიტექტურის განვითარებაში შე­ტა­ნი­ლი განსაკუთრებული წვლი­ლისათვის დაჯილდოებულია არქიტექტორთა კავშირის დიპლომით (2004).

თხზ.: მასობრივი საცხოვრებლის გა­რემოსთან კავშირის ორგანიზაციის საკითხები, «სტუ-ის სამეცნიერო შრომები», 1991, #9; როგორი შეიძლება იყოს ეკოლოგიური საცხოვრებელი სახლი, იქვე, 2001, #3; არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლები. სახელმძღვანელო, თბ., 2005; არქიტექტურის პროპედევტიკა, თბ., 2014; Грузинская ССР. Градостроительство на склонах, пოд ред. В.Р. Крогиуса, М., 1988.

თ. გერსამია.


ნიკოლოზ არტემის ძე თევზაძე

ნ. თევზაძე.

ნიკოლოზ არტემის ძე [9 (22). V. 1908, ქუთაისი, – 24. I. 1985, თბილისი], გეოდეზისტი და მარკშაიდერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1962), სა­­ ქართვ. მეცნ. და ტექ. დამსახურებული მოღვაწე (1967). დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი (1930) და სა­ქართვ. ინდუსტრიული ინტის სამშ. ფაკ-ტი (1936). 1941–85 იყო სპი-ის (ამჟამად სტუ) საინჟ. გეოდეზიისა და მარკშაიდერიის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, სოხუმისა და ბათუმის პედ. ინ-ტებში.


თ-ის შრომები ეხება უმაღლესი გეოდეზიის, გეოდ. ასტრონომიის, გეოდ. გრავიმეტრიის, ტოპოგრაფიის, გეოდეზიურ და სამარკშაიდერო განაზომთა მათ. დამუშავების თეორ. საფუძვლებს. ავტორია საინჟ. გეოდეზიის ათტომიანი სახელმძღვანელოსი (1974–85), რშიც მოცემულია გეოდეზიისა და მარკშაიდერიის ძირითადი საკითხები. ამ ნაშრომისათვის თ-ს მიენიჭა საქართვ, სა­ხელმწ. პრემია (1988).


თ-ის შრომების ­საფუძველზე ჩამოყალიბდა ახ. ­სპეციალობა – “საინჟინრო გეოდეზია”. ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა რთული გეოლ. პირობების მქონე თბილ. მეტროპოლიტენის, სპორტის სასახლის და მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის გეოდ. საფუძვლის პროექტირებასა და მის განხორციელებაში. წლების განმავლობაში იყო სსრ კავშირის სახმშენის სამეცნ.-ტექ. საბჭოს, ასტრონ.-გეოდ. საზ-ბის სა­ქართვე­ლოს განყ-ბის პრეზიდიუმის, სა­ქართვ. მეცნ. აკად. დედამიწის ქერქის კომპლ. გამოკვლევის სამეცნ. საბჭოს, ბუნების დაცვის საზ-ბის რესპ. საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; სპი-ის ახ. კორპუსების მშენებლობის პირველი მთ. ინჟინერი საზ. საწყისებზე. 1973–85 იყო ქართ. ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნ. რედაქციის გეოდ. სექციის თავ-რე.

მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

თხზ.: განაზომთა შეცდომების თეორია, ნაწ. 1, თბ., 1957; განაზომთა ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა, თბ., 1960; უმცირეს კვადრატთა მეთოდი, თბ., 1964; საინჟინრო გეოდეზია, [ტ.] 1–10, თბ., 1974–85.

ლიტ.: Н о в и ц к и й Н., М ч е д л и д - з е Р., Тбилисское метро, Тб., 1968; Маркшейдерский вестник, М., 1993; Выдающиеся деятели отечественной маркшейдерии, Kалендарь 1998–1999, М., 1997.

თ. პაპავა. ვ. ჯავრი­შვი­ლი.



რევაზ ნიკოლოზის ძე თევზაძე

რ. თევზაძე.

რევაზ ნიკოლოზის ძე (დ. 22. VI. 1931, ქუთაისი), გეოლოგი. სა­ქარ­თვ. დამს. ინჟინერი (1975) და დამს. მენავთობე (1981). სტუ-ის ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვის კათედრის პროფესორი (1982). სა­ქართვ. საინჟ. აკად. ნამდვ. წევრი, სა­ქართვ. ეროვნ. ენერგეტიკის აკად. წევრი. 1955 დაამთავრა სპი (სტუ) სამთო ინჟინერ-მენავთობის სპეციალობით. მუშაობდა აზერბაიჯანში, 1958-იდან – “საქნახშირ­ძიების” ტრესტის, ხოლო 1970-იდან – სა­­ ქართვ. მი­ნისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლ. სამმართველოს სისტემაში. იკვლევდა კვაისის ტყვია-თუთიისა და ერწოს ვერცხლისწყლის საბადოებს, ხელმძღვანელობდა საძიებო სამუშაოებს შაორის ქვანახშირის, მადნეულის პოლიმეტა­ლებისა და ბარიტის საბადოებზე და სა­ქარ­თვ. მეტალების ­კომპლ. ექსპედიციას.


თ-ის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაძიებულია სა­ქართვ. მინერ. რესურსების სამრეწვ. მნიშვნელობის მრავალი საბადო. სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (მ. შ. მადნეულის საბადოს) წარმატებული ძიებისა და გეოლ.-საძიებო სამუშაოებში მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის 1971 მიენიჭა სოციალ. შრომის გმირის წოდება.


1973-იდან თ. იყო ნავთობის საკავშ. სამინისტროს ტრესტ “საქნავთობის” მმართველი, 1975– 2004 – საწარმოო გაერთიანება “საქნავთობის” გენ. დირექტორი, დეპარტამენტ “საქნავთობის” თავმ­ჯდომარე, სა­ხელმწ. კომპანია “საქნავთობის” პრეზიდენტი.

თ. 1978–2002 იყო სა­ქარ­თვ. ნავთობის მრეწვ. სამეცნ.-ტექ. საზბის უცვლელი თავ-რე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

ი. ლობჟანიძე.