თევზაძე
სარჩევი
- 1 ალექსანდრე ალექსის ძე თევზაძე
- 2 ანდრო რაჟდენის ძე თევზაძე
- 3 გელა გურამის ძე თევზაძე
- 4 გიგი გურამის ძე თევზაძე
- 5 გიორგი არტემის ძე თევზაძე
- 6 გურამ ბენიამინის ძე თევზაძე
- 7 დავით გიორგის ძე თევზაძე
- 8 დავით დავითის ძე თევზაძე
- 9 ვალერიან თევზაძე
- 10 ვახტანგ ისმაილის ძე თევზაძე
- 11 თამაზ ვლადიმერის ძე თევზაძე
- 12 თამაზ შოთას ძე თევზაძე
- 13 ინგა ბორისის ასული თევზაძე
- 14 იური ბენიამინის ძე თევზაძე
- 15 მერაბ ნიკოლოზის ძე თევზაძე
- 16 ნანული შალვას ასული თევზაძე
- 17 ნანული შალვას ასული თევზაძე
- 18 ნიკოლოზ არტემის ძე თევზაძე
- 19 რევაზ ნიკოლოზის ძე თევზაძე
ალექსანდრე ალექსის ძე თევზაძე
ალექსანდრე ალექსის ძე (2.I. 1903, თბილისი, –28. III. 1967, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1964). დაამთავრა საქართვ. საინჟ.-სამშ. ინ-ტი (1930). 1924იდან (ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან) მუშაობდა სხვადასხვა სამშ. და საპროექტო ორგანიზაციებში. იყო საპროექტო ინ-ტის “თბილქალაქპროექტის” მმართველი (1941–54), თბილ. მთ. არქიტექტორი (1954–59), სა ქართვ. არქიტექტორთა კავშირის თავჯდომარე (1959–60), საპროექტო ინ-ტის “საქგიპროტორგის” არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელი (1960–67). ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები თბილისში (1950, ჭოველიძისა და კოსტავას ქუჩების გადაკვეთა, არქიტ. ქ. დგებუაძესთან ერთად; 1950, მელიქიშვილის ქუჩა, 8, არქიტ. ი. კასრაძესთან ერთად; 1953, თამარ მეფის გამზირი, 23/25, არქიტ. ი. კასრაძესთან ერთად), დასასვენებელი სახლის რეკონსტრუქცია წყნეთში (XX ს. 50-იანი წლების დასაწყისი).
თ. გერსამია
ანდრო რაჟდენის ძე თევზაძე
ანდრო რაჟდენის ძე (3. I. 1912, სოფ. გომი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 6. IV. 1974, თბილისი), პოეტი. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1936-იდან. თსუ-ის დამთავრების შემდეგ (1940) მუშაობდა ჟურნ. “ოქტომბრელის” პ/მგ მდივნად, “კომუნისტის”, “ახალგაზრდა კომუნისტის”, “ლიტერატურა და ხელოვნების” რედაქციებში; 1952იდან საქართვ. მწერალთა კავშირის აჭარის განყ-ბის პ/მგ მდივანი იყო, ხოლო 1953–58 – გამომც. “საბჭოთა მწერლის” დირექტორი. თ-ის მთავარი პოეტური კრებულებია: “ვარსკვლავების ღიმილი” (1948), “ლექსები, პოემა” (1954), განახლდა გული” (1971) და სხვ. მას ეკუთვნის მონოგრაფია “უშანგი ჩხეიძე” (1952, 1961), კრებ. “ლიტერატურული წერილები და ნარკვევები” (1962) და სხვ. თხზ.: რჩეული, თბ., 1965; ერთტომეული, თბ., 1975.
გელა გურამის ძე თევზაძე
გელა გურამის ძე (27. IV. 1966, თბილისი, – 8. VIII 2012, თელავი), ბიოლოგი, გენეტიკოსი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (2001), დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკ. სახელმწ. უნ-ტი (1988). მიწვეული იყო სამეცნ. კვლევების ჩასატარებლად ჩიკაგოს (აშშ, ილინოისის შტატი) უნ-ტის უჯრედული ბიოლ. და მოლეკულური გენეტიკის დეპარტამენტში (1992–2001) გაიარა პოსტდოქტორანტურა (1998_2001), იყო ამავე დეპარტ. პროფესორი (2001_06); ჟენევის (შვეიცარია) უნ-ტის მოლეკულური ბიოლ. დეპარტ. მიწვეული მეცნიერი (2007-08); თბილ. თავისუფალი უნ-ტის სრული პროფესორი (2010–12), სადაც დააარსა მოლეკულური ბიოლ. და გენეტიკის ლაბორატორია, რ-იც მისივე სახელობისაა გარდაცვალების შემდეგ). თ-ის სასწ.-პედ. საქმიანობა მოიცავდა მოლეკულური გენეტიკის, ასევე მოლეკულური და უჯრედული ბიოლ. თანამედროვე საკითხების სწავლებას აკად. განათლების ყველა დონეზე. თ-ის კვლევის სფეროს წარმოადგენდა მეიოზის გენეტ. კონტროლი, მეიოზის დროს იმ გენეტ. მექანიზმების ახსნა, რ-ებიც კოორდინაციას უწევს მეიოზურ დაყოფას; სპეციფ. ტრანსკრიფცია, ფოსფოლიპაზების და ლიპიდოდამოკიდებული ცილები გამეტოგენეზში; თ-ის სამეცნ. შრომები ფოკუსირებულია ფოსფოლიპაზების, ლიპიდებთან შეჭიდული და ლიპიდების დამაკავშირებელი პროტეინების როლის შესწავლაზე; მეიოზურ დაყოფასა და სპორების ფორმირებას შორის ურთიერთკავშირზე მექანიზმებში. აღნიშნული პროცესების მოდელირება ხორციელდებოდა სოკო შაცცჰარომყცეს ცერევისაე-ზე მისი სპორულაციის პროცესში. იკვლევდა პროტეინების აღნიშნული სამი კლასის ლიპიდური სიგნალირების პროცესებში მონაწილეობას. თ. არის მრავალი სამეცნ. სტატიის (მათგან უმეტესობა გამოქვეყნებულია აშშ მეცნ. ეროვნ. აკად. შრომებსა და შვეიცარიის სამეცნ. ჟურნალებში) და მონოგრაფიის თანაავტორი. თხზ.: Биология в вопросах и ответах. М.Б. Беркинблит, С. М. Глаголев, М. В. Голубев, Т. Ю. Минаев, А. Р. Мушегян, В. Г. Онипченко, Г. Г. Тевзадзе, С. Б. Язвенко, Л. Ю. Ямпольский, М., 1994 (თანაავტ.). გ. კამკამიძე.
გიგი გურამის ძე თევზაძე
გიგი გურამის ძე (დ. 22.VI.1967, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2002). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი (1989). სხვადასხვა დროს მუშაობდა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა აღდგენის ცენტრში (NAჩღEშ) (1986–89); თსუ-ის ფილოს. და სოციოლოგიის ფაკ-ტზე (1992–97); საზ. აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინ-ტში (IPM) (1996–98); საქართვ. პარლამენტში (1997–99); თსუ-ის ფილოს. და სოციოლოგიის ფაკ-ტზე (1997–2002); თბილ. ილია ჭავჭავაძის ენისა და კულტურის სახელმწ. უნ-ტის ფილოს. და სოციალურ მეცნ. ფაკ-ტის, სოციოლოგიის კათედრის გამგე (2002– 06); განათლების სამინისტროს განათლების რეფორმის პროექტის “ილია ჭავჭავაძის” დირექტორი (2004–06). ილიას სახელმწ. უნტის რექტორი (2006–14), ილიას სახელმწ. უნ-ტის 4D კვლევის ინტის დირექტორი (2013-იდან).
თ-ის კვლევის ძირითადი სფეროებია: სოც. მეცნიერება, ფილოსოფია, ადამიანის ქცევის ევოლუცია, იდეების ისტორია. გამოქვეყნებული აქვს 7 მონოგრაფია და 2 მხატვრული წიგნი. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა ქართ., ინგლ., გერმ., მაკედონიურ და რუს. ენებზე.
თხზ.: ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა), თბ., 1993; მომავლის ნიშნები, თბ., 1995; საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები, თბ., 1999; ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია, თბ., 2001; სოციალური ქცევის ევოლუცია ჰომომდე და შემდეგ, თბ., 2013 (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
გიორგი არტემის ძე თევზაძე
გიორგი არტემის ძე [22. VI (5.VII). 1914, ახალსოფელი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 23. VIII. 1988, თბილისი], ასტრონომი და მექანიკოსი. ფიზიკამათ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1980). დაამთავრა თსუ (1934). 1940–44 მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1963-იდან იყო სპი-ის თეორ. მექან. კათედრის პროფესორი. თ-მ პულკოვოს აბსერვატორიაში დაამუშავა ასტრონ. ხელსაწყოს “ცაფვების” – სამაჯურების გამოკვლევის ახ. ზუსტი ე. წ. “ავტოკოლიმაციური” მეთოდი, 1940 განსაზღვრა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის გეოგრ. კოორდინატები 1942 წ. 15 დეკემბერს თ-მ აღმოაჩინა კომეტა, რ-საც 1985-მდე უწოდებდნენ უიპლ– ფედტკე–თევზაძის კომეტას. შემდგომ წლებში ასტრონომებმა ლ. ოტერმამ (ფინეთი) და დ. დუბიაგომ (სსრკ) გამოთვლების საფუძველზე ეს კომეტა გააიგივეს მარსელის ობსერვატორიაში კოჯიას მიერ 1867 აღმოჩენილ კომეტასთან, რის შედეგადაც ლიტ-რაში შევიდა ახ. სახელწოდებით – სტეფან–ოტერმას კომეტა. 1942 წ. 26 დეკემბერს თ-მ აღმოაჩინა კომეტა 1942 I, რ-ის აღმოჩენისათვის დააჯილდოვეს წყნარი ოკეანის ასტრონ. საზ-ბის დონოეს სახ. მედლით “კომეტის აღმოჩენისთვის”. თ-მ გამოიკვლია “ტრაპეციის ტიპის” ჯერად ვარსკვლავთა სისტემების მდგრადობის საკითხი. მისი მონაწილეობით მომზადდა და გამოიცა (1961) პირველი ქართ. ასტრონ. კალენდარი “წელიწდეული”. 1979 (II გამოც. 1984) გამოიცა თ-ის გამოკვლევა “რუსთაველის კოსმოლოგია”, რ-იც შეიცავს ავტორის შეხედულებას რუსთაველის წარმოდგენაზე სამყაროს აგებულების შესახებ.
გურამ ბენიამინის ძე თევზაძე
გურამ ბენიამინის ძე (დ. 30.I.1932, თბილისი), ფილოსოფოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (1993; წ.-კორ. 1988), ფილოს. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1970). სა ქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყ-ბის აკად.-მდივანი (1993-იდან), აკად. ვიცე-პრეზიდენტი (2001–13). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1954). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ს. წერეთლის სახ. ფილოს. ინ-ტის მეცნ. თანამშრომელი (1957–66), ამავე ინ-ტის ფილოს. ისტორიის განყ-ბის გამგე (1966–70), თსუ-ის ფილოს. ისტ. კათედრის გამგე (1971იდან). ჟურნ. “გეორგიკის” (1979იდან) და “რელიგიის” (1992-იდან) რედკოლეგიის წევრი. ავტორია სახელმძღვანელოებისა ფილოს. ისტორიაში. ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც (ი. კანტი, გ. ჰეგელი, მ. ჰაიდეგერი, ნ. ჰარტმანი).
თ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებებია ქართ. ფილოს. ისტორია, კლასიკური გერმ. ფილოსოფია
და მისი გავლენა მსოფლიო კულტურაზე. თ-მ ქართ. ფილოსოფიაში
დააყენა კაპადოკიური რენესანსის
პრობლემა, ანალოგიისა და ადამიანის დანიშნულების პრობლემები
იოანე პეტრიწთან. ახლებურად გაიაზრა სისტემის, როგორც ორგანიზმის საკითხი კანტის ფილოსოფიაში;
განსაზღვრა ი. ა. შადის ადგილი
გერმ. კლასიკაში; წამოაყენა გერმ.
ნეოკანტიანელობის ახ. განმარტება,
ასევე ირაციონალიზმის, როგორც
გონების თვითკრიტიკის, პრობლემა.
თ. მონაწილეობდა ი. კანტის
III, V, VII საერთაშ. კონგრესების
მუშაობაში. კითხულობდა სპეცკურსს “კანტის წმინდა გონების
კრიტიკაზე” მოსკოვის სახელმწ.
უნ-ტში (1981), ასევე ლექციების
კურსს (ი. კანტი, გ. ჰეგელი, ნ.
ჰარტმანი) ქ. ჩანჩუნის (ჩინეთი)
უნ-ტში (1990). ხელმძღვანელობდა ფილოს. საზაფხულო სკოლას
ქ. ვილნიუსში (1986). იყო ჟურნ.
“Философский поиск” (ქ. ვიტებსკის
სახელმწ. უნ-ტი) საერთაშ. სარედაქციო საბჭოს წევრი (1996). დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის
მედლით (1998) და ღირსების ორდენით (2002).
თხზ.: გერმანული ნეოკანტიანობის შემეცნების თეორია, თბ., 1963; ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა, თბ., 1967; იმანუელ კანტი, თბ., 1974; ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1995; შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბ., 2002; აღორძინების ეპოქის ფილოსოფია, თბ., 2008; ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწ. 1–2, თბ., 2009–12; Иммануил Кант. Проблемы теоретической философии, Тб., 1979.
დავით გიორგის ძე თევზაძე
დავით გიორგის ძე (17. III. 1918, სამტრედია, – 15.XI. 2006, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1976). 1936–40 სწავლობდა თეატრ. ინ-ტში; 1944 დაამთავრა სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტი. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, 1958–2004 მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში. თ. იკვლევდა XX ს. ქართ. ლიტ-რისა და სალიტერატურო კრიტ. თეორიისა და ისტ. საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: “თანამედროვეობა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში” (1964), “კრიტიკის ბუნება” (1978), “კონსტანტინე გამსახურდია და თანამედროვეობა” (1996), “ვასილ წერეთელი” (1998), “ქართული სიმბოლიზმი – პრო ეტ ცონტრა” (2002) და სხვ. თარგმნა ლოპე დე ვეგას კომედია “შეყვარებული ასული” (1948).
იყო არაერთი პრემიის და ჯილდოს მფლობელი, მ.შ. ი. ჭავჭავაძის სახ. ლიტ. პრემიისა (1999).
დავით დავითის ძე თევზაძე
დავით დავითის ძე (დ. 30. I. 1949, ქ. სოხუმი), გენერალ-ლეიტენანტი (1998), ფილოს. მეცნ. კანდიდატი (1983). 1971 დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი, 1978 – თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი. 1992 მოხალისედ შევიდა ქართ. გვარდიაში, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტ. მთლიანობისათვის ბრძოლებში აფხაზეთსა და ცხინვალში. იყო ბატალიონ “ორბის”, შემდეგ – სწრაფი რეაგირების კორპუსის I ბრიგადის, თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადის მეთაური. 1994 სამხ. დახელოვნება გაიარა ქ. რომში ნატოს თავდაცვის კოლეჯში, 1995 გერმანიაში – სტრატეგიული კვლევისა და თავდაცვის ეკონ. კოლეჯში, 1996–97 – აშშ-ის არმიის სამეთაურო და გენ. შტაბის კოლეჯში. 1998–2004 იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი
სამეცნ. ნაშრომი ქართ., რუს.,
ინგლ. ენებზე, არის ევრ. იდეათა
შემსწავლელი საერთაშ. საზ-ბის
და ნიუ-იორკის მეცნ. აკად. წევრი.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით
(1993).
ლ. დოლიძე
ვალერიან თევზაძე
ვალერიან (10. II. 1892 – 13. XII. 1985), სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. იყო რუს. არმიის ოფიცერი, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). 1918-იდან თ. საქართვ. დემოკრ. რესპ. არმიის ოფიცერი იყო. იმავე წელს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება, მონაწილეობდა საქართვ. მტრების წინააღმდეგ წარმოებულ მრავალ სამხ. ოპერაციაში. აქტიურად მონაწილეობდა რესპ. შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. 1921 მარტში იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. ქართვ. მხედრების ერთ ჯგუფთან ერთად გადავიდა პოლონეთში და იყო პოლონეთის არმიის ოფიცერი. მეორე მსოფლიო ომის (1939–45) დაწყების დროს თავი ისახელა ვარშავის დაცვისათვის ბრძოლებში, რისთვისაც “ვირტუტი მილიტარის” (“მხედრული მამაცობისთვის”) ვერცხლის ჯვრით დააჯილდოვეს. ავტორია მოგონებებისა “განვლილი გზა”, რ-იც საყურადღებო ცნობებს შეიცავს 1917–21 სა ქართველოს საშინაო და საგარეო ვითარების შესახებ.
თხზ.: ქართველი ოფიცრის ჩანაწერები, თბ., 1990.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ნ., ქართველი მხედრები პოლონეთის დროშის ქვეშ, თბ., 1998.
ლ. ურუშაძე.
ვახტანგ ისმაილის ძე თევზაძე
ვახტანგ ისმაილის ძე (24. X. 1933, თბილისი, – 6. III. 2013, იქვე), ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1991), სა ქართვ. სოფ. მეურნეობის მეცნ. აკად. წ.-კორ. (1995). 1957 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართვ. ჰიდროტექ. და მელიორ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (ახლანდ. სა ქართვ. ტექ. უნ-ტის წყალთა მეურნეობის ინ-ტი) უფრ. მეცნ. თანამშრომლად. 1973 ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა იაპონიაში, 1979–80 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიწვევით ლექციებს კითხულობდა გარემოს დაცვის პრობლემებზე ნოვოჩერკასკსა და მოსკოვში. 1980–90 საქართვ. ჰიდროტექ. და მელიორაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ხელმძღვანელობდა სამთო მელიორ. განყბას, ხოლო 1991–93 – ბუნებრივი კატასტროფული მოვლენების ლაბორატორიას. 1993-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. წყალთა მეურნეობისა და საინჟ.-ეკოლ. ინ-ტის (ახლანდ. სტუ-ის წყალთა მეურნეობის ინ-ტი) დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში. თ-ის სამეცნ. კვლევის სფერო მოიცავს ჰიდრავლიკის, ჰიდროლ., ჰიდროტექ. და საინჟ. ეკოლოგიის, წყალთა მეურნეობისა და მელიორ. დარგებს, აგრეთვე ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, მისი შრომები ეხება ბუნებრივი კატასტროფების, მთის რეგიონებში კალაპოტური პროცესებისა და ეროზიულ-ღვარცოფული მოვლენების შესწავლას, მათ წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და საშუალებებს. აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული მიმართულებებით ბუნების დამცავ ნაგებობათა პროექტებისა და სახელმწ. კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში, აგრეთვე ერთობლივი საერთაშ. პროექტების დამუშავებაში. პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1993–95) საქართველოს ტექ. და აგრ. უნ-ტებში. 1996-იდან ბუნებრივი კატასტროფების განყბას ხელმძღვანელობდა სტუ-ში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).
თხზ.: ღვარცოფებისა და ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობების ჰიდრავლიკა, თბ., 1996 (თანაავტ.: ო. ნათი
შვილი, ზ. დანელია); Гидравлические
закономерности связных селей, Тб., 1996
(თანაავტ. О. Г. Натишвили); Движение
селей и их взаимодействие с сооружениями,
Тб., 2001 (თანაავტ. О. Г. Натишвили);
Основы динамики селей, Тб., 2007 (თანაავტ. О. Г. Натишвили).
თამაზ ვლადიმერის ძე თევზაძე
თამაზ ვლადიმერის ძე (დ. 1.IV. 1928, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). დაამთავრა მოსკოვის არქიტ. ინ-ტი (1952). 1953–64 მუშაობდა არქიტექტორად საპროექტო ინ-ტ “თბილქალაქპროექტში”, 1964–71 – ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალურ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (“თბილზნიეპი”), 1973–78 იყო თბილ. მთ. არქიტექტორი, 1978–87–”თბილქალაქპროექტის” დირექტორი, ხოლო 1987–2002– ამავე საპროექტო ინ-ტის მთ. არქიტექტორი.
ძირითადი ნამუშევრები: თბილისში – სკოლა 880 მოსწავლეზე
(ტიპობრივი პროექტი, 1954, არქიტ. მ. კობახიძესთან ერთად); სასტუმრო “კოლხეთი” (1962, არქიტ.
ნ. ჯობაძესთან ერთად); მეტროპოლიტენის სადგურ “ნაძალადევის”
(ყოფ. “ოქტომბერი”) მიწისზედა
ნაგებობა და ქვედა ვესტიბიული
(1966, არქიტ. რ. კიკნაძესთან
ერთად, მხატვარი ნ. იგნატოვი)
და “300 არაგველის” მიწისზედა
ნაგებობა (1967); კ. გამსახურდიას ძეგლი (1983, მოქანდაკე
თ. კიკალიშვილი) და სხვ. არის
“არქიტექტურის საერთაშორისო
აკადემიის” პროფესორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით
(1998).
თ. გერსამია.
თამაზ შოთას ძე თევზაძე
თამაზ შოთას ძე (დ. 24. VIII. 1942, დაბა აბასთუმანი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2000). 1965 დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი. 1970–90 მუშაობდა თსუ-ში სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე, 1990–2006 იყო მათ. დაფუძნებისა და მეთოდიკის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციების კურსს მათ. ანალიზში, უმაღლეს მათემატიკაში. 2006იდან მუშაობს საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართ. უნ-ტში. კითხულობს ლექციების კურსს კალკულუსსა და მათ. ანალიზში. გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნ. შრომა.
თხზ.: Специальные кратные тригонометрические ряды, Тб., 1996; Некоторые классы функций и тригонометрические ряды, «Некоторые вопросы теории функций», I, II, Тб., 1981; I, III, Тб., 1986; Доклады РАН, 1995, т.1, №3; 1996, т.1, №3.
ინგა ბორისის ასული თევზაძე
ინგა ბორისის ასული (დ. 30. VII. 1941, თბილისი), მოცეკვავე და ბალეტმაისტერი. საქართვ. სახ. არტისტი (1982). 1958-იდან სწავლობდა თბილ. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკ. ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ხელოვნების სახელმწ. ინ-ტის ხალხ. ცეკვების რეჟისორ-საბალეტმაისტერო ფაკ-ტზე (1987). 1961-იდან იყო საქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხიშვილის სახ. ქართ. ნაც. ბალეტი) სოლისტი. 1990-იდან – ბალეტმაისტერი. თ. მონაწილეობას იღებდა ანსამბლის მთელ რეპერტუარში. ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში: “სიმდი”, “აჭარული”, “მიპატიჟება”, “დავლური”, “სამაია” და სხვ. თ-ის შესრულებისათვის დამახასიათებელია მუსიკალობა, სინარნარე, არტისტიზმი, პლასტიკურობა.
იური ბენიამინის ძე თევზაძე
იური ბენიამინის ძე (დ. 14. I. 1941, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1995). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1965). ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა ფიზ. ფაკ-ტის ბირთვული ფიზ. კათედრაზე. 1967–74 სამეცნ. მივლინებით იმყოფებოდა ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებული ინ-ტის (დუბნა, რუსეთი) მაღალი ენერგიების ფიზ. ლაბორატორიაში. 1974–2005 მუშაობდა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის მაღალი ენერგიების (ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის) კათედრაზე, 1988–2005 იყო ამ კათედრის გამგე. 2006-იდან არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ელემენტარული ნაწილაკების ფიზ. სასწ.სამეცნ. ლაბორატორიის გამგე.
1970–95 იყო პროპანის (PBC-500)
საერთაშ. კოლაბორაციის წევრი,
ხოლო 1995–2005 – A Large Ion Collider Exsperiment-ის (CERN, ჟენევა,
შვეიცარია) საერთაშ. კოლაბორაციის წევრი. ამჟამად თანამშრომლობს COMET (Coherent Muon to Electron Transition, იაპონია) კოლაბორაციაში და არის მისი საბჭოს წევრი.
არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის
ავტორი. კვლევის მიმართულებაა
ექსპერ. ბირთვული ფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა,
მაღალი ენერგიების ფიზიკა.
1977 მიიღო მელიქიშვილის სახ. სამეცნ. პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).
თხზ.: ALICE: Physics Performance Report, v.1–2. ALICE collaboration [G. Alessandro (Ed.) et al.], «Journal of Physics», G32, 2006 (თანაავტ.).
მერაბ ნიკოლოზის ძე თევზაძე
მერაბ ნიკოლოზის ძე (5. III. 1939, თბილისი, – 29. VIII. 2011, იქვე), გეოდეზისტი და სამთო ინჟინერ-მარკშაიდერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1989), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (1998). 1961 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის (ამჟამად სტუ) სამთო-გეოლ. ფაკ-ტი. მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. სამთო საქმის ინ-ტში. 1985–2007 იყო სტუის საინჟინრო გეოდეზიის, მარკშაიდერიისა და ქალაქის კადასტრის კათედრის გამგე, 2007–11 – სტუ-ის საინჟ. გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი. თ. იყო გეოდ. კვლევის რესპ. ცენტრის ხელმძღვანელი, საქართვ. გეოდეზიური საზ-ბის პირველი პრეზიდენტი, მინერ. ნედლეულის საერთაშ. აკად. წევრი, ამავე აკად. საქართველოს განყ-ბის პრეზიდენტი, გეოდეზისტთა მსოფლიო ასოციაციის წევრი, ქართ. ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნ. რედაქციის გეოდ. სექციის თავ-რე (1985–2011).
თ-ის შრომები ეხება გეოდეზიასა და სამარკშაიდერო საქმეში
ფიზ. მანძილმზომების თეორიას
და მის გამოყენებას საინჟ. ნაგებობების დაპროექტება-მშენებლობაში. შექმნა სამარკშაიდერო მონიტორინგის სისტემა. მამასთან
(ნ. თევზაძე) ერთად ხელმძღვანელობდა საინჟ. გეოდ. სპეციალობის ჩამოყალიბებას. მონაწილეობდა მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის, თბილსრესის, მადნეულის
საბადოს, სამების საკათედრო
ტაძრის გეოდ. საფუძვლის პროექტირებაში. თ-მ ფეთქებად საშიშ
შახტებში პირველად გამოიყენა
ერთდროულად გიროთეოდოლიტი და შუქმანძილმზომი. მინიჭებული აქვს “საპატიო გეოდეზისტის” წოდება. დაჯილდოებულია
ღირსების ორდენით (1999), საპატრიარქოს სიგელით.
თხზ.: ფიზიკური მანძილსაზომები, თბ., 1996; Теория ошибок и способ наименьших квадратов, М., 1992 (თანაავტ. Б. И. Беляев).
ნანული შალვას ასული თევზაძე
ნანული შალვას ასული (დ. 1.IX. 1934, თბილისი), არქიტექტორი. არქიტ. დოქტორი (1994), პროფესორი (1995). საქართვ. დამს. არქიტექტორი (2012). სა ქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (2005). დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი (1959). 1959–61 მუშაობდა არქიტექტორად საპროექტო ინტ. “თბილქალაქპროექტში”. 1961-იდან მუშაობს სტუ-ში. 1989იდან არის არქიტ. დაგეგმარების საფუძვლების კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი (2006-იდან), არქიტ. საფუძვლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2013-იდან). თ. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომის, სახელმძღვანელოსი, მეთოდური მითითების და ა.შ. პარალელურად ეწევა პრაქტ. საქმიანობასაც. არის მრავალი პროექტისა და განხორციელებული ობიექტის ავტორი, მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსი თელავში (1966), თბილისში (ვ. დავითაიას, გ. გეგელიას, ნ. ჯანშიაშვილთან ერთად, 1977, ბახტრიონის ქ., 16–30) და სხვ. ქართ. არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია არქიტექტორთა კავშირის დიპლომით (2004). თხზ.: მასობრივი საცხოვრებლის გარემოსთან კავშირის ორგანიზაციის საკითხები, «სტუ-ის სამეცნიერო შრომები», 1991, #9; როგორი შეიძლება იყოს ეკოლოგიური საცხოვრებელი სახლი, იქვე, 2001, #3; არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლები. სახელმძღვანელო, თბ., 2005; არქიტექტურის პროპედევტიკა, თბ., 2014; Грузинская ССР. Градостроительство на склонах, пოд ред. В.Р. Крогиуса, М., 1988. თ. გერსამია.
თ. პაპავა. რ. ჩეკურიშვილი.
ნანული შალვას ასული თევზაძე
ნანული შალვას ასული (დ. 1.IX. 1934, თბილისი), არქიტექტორი. არქიტ. დოქტორი (1994), პროფესორი (1995). საქართვ. დამს. არქიტექტორი (2012). სა ქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (2005). დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი (1959). 1959–61 მუშაობდა არქიტექტორად საპროექტო ინტ. “თბილქალაქპროექტში”. 1961-იდან მუშაობს სტუ-ში. 1989იდან არის არქიტ. დაგეგმარების საფუძვლების კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი (2006-იდან), არქიტ. საფუძვლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2013-იდან). თ. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომის, სახელმძღვანელოსი, მეთოდური მითითების და ა.შ.
პარალელურად ეწევა პრაქტ.
საქმიანობასაც. არის მრავალი
პროექტისა და განხორციელებული ობიექტის ავტორი, მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსი თელავში (1966), თბილისში
(ვ. დავითაიას, გ. გეგელიას, ნ.
ჯანშიაშვილთან ერთად, 1977,
ბახტრიონის ქ., 16–30) და სხვ.
ქართ. არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისათვის დაჯილდოებულია არქიტექტორთა კავშირის
დიპლომით (2004).
თხზ.: მასობრივი საცხოვრებლის გარემოსთან კავშირის ორგანიზაციის საკითხები, «სტუ-ის სამეცნიერო შრომები», 1991, #9; როგორი შეიძლება იყოს ეკოლოგიური საცხოვრებელი სახლი, იქვე, 2001, #3; არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლები. სახელმძღვანელო, თბ., 2005; არქიტექტურის პროპედევტიკა, თბ., 2014; Грузинская ССР. Градостроительство на склонах, пოд ред. В.Р. Крогиуса, М., 1988.
თ. გერსამია.
ნიკოლოზ არტემის ძე თევზაძე
ნიკოლოზ არტემის ძე [9 (22). V. 1908, ქუთაისი, – 24. I. 1985, თბილისი], გეოდეზისტი და მარკშაიდერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1962), სა ქართვ. მეცნ. და ტექ. დამსახურებული მოღვაწე (1967). დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი (1930) და საქართვ. ინდუსტრიული ინტის სამშ. ფაკ-ტი (1936). 1941–85 იყო სპი-ის (ამჟამად სტუ) საინჟ. გეოდეზიისა და მარკშაიდერიის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, სოხუმისა და ბათუმის პედ. ინ-ტებში.
თ-ის შრომები ეხება უმაღლესი
გეოდეზიის, გეოდ. ასტრონომიის,
გეოდ. გრავიმეტრიის, ტოპოგრაფიის, გეოდეზიურ და სამარკშაიდერო განაზომთა მათ. დამუშავების თეორ. საფუძვლებს. ავტორია საინჟ. გეოდეზიის ათტომიანი
სახელმძღვანელოსი (1974–85), რშიც მოცემულია გეოდეზიისა და
მარკშაიდერიის ძირითადი საკითხები. ამ ნაშრომისათვის თ-ს მიენიჭა საქართვ, სახელმწ. პრემია
(1988).
თ-ის შრომების საფუძველზე
ჩამოყალიბდა ახ. სპეციალობა –
“საინჟინრო გეოდეზია”. ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა რთული გეოლ. პირობების მქონე თბილ. მეტროპოლიტენის, სპორტის სასახლის და
მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის გეოდ.
საფუძვლის პროექტირებასა და
მის განხორციელებაში. წლების
განმავლობაში იყო სსრ კავშირის
სახმშენის სამეცნ.-ტექ. საბჭოს,
ასტრონ.-გეოდ. საზ-ბის საქართველოს განყ-ბის პრეზიდიუმის,
საქართვ. მეცნ. აკად. დედამიწის ქერქის კომპლ. გამოკვლევის
სამეცნ. საბჭოს, ბუნების დაცვის
საზ-ბის რესპ. საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; სპი-ის ახ. კორპუსების
მშენებლობის პირველი მთ. ინჟინერი საზ. საწყისებზე. 1973–85
იყო ქართ. ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნ. რედაქციის გეოდ. სექციის თავ-რე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: განაზომთა შეცდომების თეორია, ნაწ. 1, თბ., 1957; განაზომთა ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა, თბ., 1960; უმცირეს კვადრატთა მეთოდი, თბ., 1964; საინჟინრო გეოდეზია, [ტ.] 1–10, თბ., 1974–85.
ლიტ.: Н о в и ц к и й Н., М ч е д л и д - з е Р., Тбилисское метро, Тб., 1968; Маркшейдерский вестник, М., 1993; Выдающиеся деятели отечественной маркшейдерии, Kалендарь 1998–1999, М., 1997.
თ. პაპავა. ვ. ჯავრიშვილი.
რევაზ ნიკოლოზის ძე თევზაძე
რევაზ ნიკოლოზის ძე (დ. 22. VI. 1931, ქუთაისი), გეოლოგი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1975) და დამს. მენავთობე (1981). სტუ-ის ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვის კათედრის პროფესორი (1982). საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვ. წევრი, საქართვ. ეროვნ. ენერგეტიკის აკად. წევრი. 1955 დაამთავრა სპი (სტუ) სამთო ინჟინერ-მენავთობის სპეციალობით. მუშაობდა აზერბაიჯანში, 1958-იდან – “საქნახშირძიების” ტრესტის, ხოლო 1970-იდან – სა ქართვ. მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლ. სამმართველოს სისტემაში. იკვლევდა კვაისის ტყვია-თუთიისა და ერწოს ვერცხლისწყლის საბადოებს, ხელმძღვანელობდა საძიებო სამუშაოებს შაორის ქვანახშირის, მადნეულის პოლიმეტალებისა და ბარიტის საბადოებზე და საქართვ. მეტალების კომპლ. ექსპედიციას.
თ-ის უშუალო მონაწილეობითა
და ხელმძღვანელობით დაძიებულია საქართვ. მინერ. რესურსების
სამრეწვ. მნიშვნელობის მრავალი
საბადო. სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (მ. შ. მადნეულის
საბადოს) წარმატებული ძიებისა
და გეოლ.-საძიებო სამუშაოებში
მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის 1971 მიენიჭა სოციალ.
შრომის გმირის წოდება.
1973-იდან თ. იყო ნავთობის საკავშ. სამინისტროს ტრესტ “საქნავთობის” მმართველი, 1975–
2004 – საწარმოო გაერთიანება
“საქნავთობის” გენ. დირექტორი,
დეპარტამენტ “საქნავთობის”
თავმჯდომარე, სახელმწ. კომპანია
“საქნავთობის” პრეზიდენტი.
თ. 1978–2002 იყო საქართვ. ნავთობის მრეწვ. სამეცნ.-ტექ. საზბის უცვლელი თავ-რე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).
ი. ლობჟანიძე.