მთავარი გვერდი: განსხვავება გადახედვებს შორის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ მომზადებული სტატიები გამოირჩევა მაღალი აკადემიური დონითა და მეცნიერული სანდოობით. ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს, სამეცნიერო სექციების წევრები და კონსულტანტები არიან შესაბამისი დარგების მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერები.
 
ვიკიპედიისაგან განსხვავებით, სტატიებში ცვლილებების შეტანა მხოლოდ ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციის პრეროგატივაა.
+
სხვა ელექტრონული ენციკლოპედიებისაგან განსხვავებით, სტატიებში ცვლილებების შეტანა მხოლოდ ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციის პრეროგატივაა.
  
მიმდინარე ცვლილება 16:33, 23 მარტი 2022 მდგომარეობით

Patara.jpg

ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია წარმოგიდგენთ ენციკლოპედია „საქართველოს“ ელექტრონულ ვერსიას. ამჟამად ვებ-გვერდზე განთავსებულია აღნიშნული გამოცემის 5 ტომის მასალები (ასოები „ა“-„კ“), დაახლოებით 10 ათასი სტატია.

ენციკლოპედია „საქართველო" მკითხველს აწვდის მრავალფეროვან ინფორმაციას საქართველოსა და ქართველებზე, ყველა მნიშვნელოვან ფაქტსა თუ მოღვაწეზე, ასევე იმ უცხოელებსა და მსოფლიო-ისტორიულ მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. წარმოდგენილია ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ის ძირითადი სფერო, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველო განიხილება მსოფლიოს საერთო ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში.

ენციკლოპედია „საქართველოს" დასაყრდენია უახლესი ინფორმაცია და მონაცემები, კერძოდ, პირველი ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის თორმეტტომეული და რედაქციის მიერ მომზადებული სხვა საენციკლოპედიო გამოცემები ("თბილისი", „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა" (6 წიგნი), „ქართული ენა", „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები",), ათეული წლების მანძილზე ცნობილი ქართველი მეცნიერებისა და სპეციალისტების მიერ მომზადებული მასალები და სამეცნიერო კვლევები. ენციკლოპედიის რედაქცია მუდმივად მუშაობს მათ განახლებასა და ახალი ინფორმაციის მოძიება/დამატებაზე. ამჟამად აქცენტი კეთდება მასალის განახლებაზე, ასევე ახალი სტატიების მომზადებასა და ვებ-გვერდზე განთავსებაზე.

ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ მომზადებული სტატიები გამოირჩევა მაღალი აკადემიური დონითა და მეცნიერული სანდოობით. ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს, სამეცნიერო სექციების წევრები და კონსულტანტები არიან შესაბამისი დარგების მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერები.

სხვა ელექტრონული ენციკლოპედიებისაგან განსხვავებით, სტატიებში ცვლილებების შეტანა მხოლოდ ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციის პრეროგატივაა.

ჩვენი საიტის მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად, ენციკლოპედია „საქართველო“ წინასწარ აქვეყნებს დამუშავება/რედაქტირების პროცესში არსებულ მასალას, კერძოდ სტატიებს: „თეზი“ და შემდეგ ანბანური რიგით.

უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ამ მასალის შემდგომი შევსება/ცვლილება

გვერდები