მთავარი გვერდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
Patara.jpg



ირაკლი აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია წარმოგიდგენთ ენციკლოპედია „საქართველოს“ ელექტრონულ ვერსიას. ამჟამად ვებ-გვერდზე განთავსებულია აღნიშნული გამოცემის 4 ტომის მასალები (ასოები „ა“_ „კ“), დაახლოებით 20 ათასი სტატია. წარმოდგენილია ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ის ძირითადი სფერო, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველო განიხილება მსოფლიოს საერთო ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში. ენციკლოპედია „საქართველოს“ დასაყრდენია უახლესი ინფორმაცია და მონაცემები, პირველი ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის თორმეტტომეული, ათეული წლების მანძილზე ცნობილი ქართველი მეცნიერებისა და სპეციალისტების მიერ მომზადებული მასალები და სამეცნიერო კვლევები. ენციკლოპედიის რედაქცია მუდმივად მუშაობს მათ განახლებასა და ახალი ინფორმაციის მოძიება/დამატებაზე. ამჟამად აქცენტი კეთდება I ტომის მასალების განახლებაზე (ასოები „ა“ _ „გ“), ასევე V ტომის სტატიების მომზადებაზე და ვებ-გვერდზე განთავსებაზე (ასოები „კ“ _ „მ“).

ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ მომზადებული მასალები გამოირჩევა მაღალი აკადემიური დონითა და მეცნიერული სანდოობით. ენციკლოპედიის მთავარი საბჭოს, სამეცნიერო სექციების წევრები და კონსულტანტები არიან შესაბამისი სფეროების მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერები.



ჩვენი საიტის მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად, ენციკლოპედია „საქართველო“ წინასწარ აქვეყნებს დამუშავება/რედაქტირების პროცესში არსებულ მასალას, კერძოდ სტატიებს: „თეზი“ და შემდეგ ანბანური რიგით.

უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ამ მასალის შემდგომი შევსება/ცვლილება




გვერდები