აბრამიშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
12:26, 26 აპრილი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბრამიშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე (28. XII. 1918, სოფ. ახალდაბა, ახლანდ. ბორჯომის მუნიციპალიტეტი – 30. XI. 1942, სტალინგრადი), რუსეთის ფედერაციის გმირი (1995 წ. 21 სექტ., წოდება მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ).

გვარდიის კაპიტანი, მფრინავი. საშ. განათლება მიიღო ხაშურის რკინიგზის სკოლაში, საფრენოსნო განათლება – სტალინგრადის სამხ. საავიაციო სკოლაში, რ-იც 1940 დაამთავრა. II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩაება ბრძოლებში ლენინგრადის ფრონტზე, ჩამოაგდო მტრის 4 თვითმფრინავი. უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით სხვა რჩეულ მფრინავებთან ერთად გადაიყვანეს სტალინგრადის ფრონტზე, სადაც სათავეში ჩაუდგა გამანადგურებელთა ესკადრილიას, შეასრულა 150-მდე საბრძოლო გაფრენა, ჩამოაგდო კიდევ მტრის 5 თვითმფრინავი. 1942 წ. 30 ნოემბერს მტრის აეროდრომზე თავდასხმის დროს თვითმფრინავი დაუზიანდა, ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი არჩია, ალმოდებული თვითმფრინავით აეროდრომზე განლაგებული ტექნიკა ააფეთქა და თვითონაც დაიღუპა.

II მსოფლიო ომში გამარჯვების 50 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ბ. ელცინის 1995 წ. 21 სექტ. ბრძანებულებით მიენიჭა რუს. ფედერ. გმირის წოდება.

მიღებული აქვს წითელი დროშის ორდენი და სხვა ჯილდოები.


                                                                                                                         შ. მაჭარაშვილი.