აბულასანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
21:53, 24 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, 178.134.251.79 (განხილვა) (ახალი გვერდი: აბულასანი, XII ს. მიწურულის საქართველოს სამეფოს დიდი მოხელე, ე...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბულასანი, XII ს. მიწურულის საქართველოს სამეფოს დიდი მოხელე, ერისთავთ-ერისთავი, ქართლის ამირთამირა, თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი (კახაბერ ვარდანისძის შემდეგ).

ჰყავდა შვილი დავითი. მისმა ძმამ – ქართლის მთავარეპისკოპოსყოფილმა ბასილმა ააგო თბილ. „ლურჯი მონასტერი“, რ-ის წარწერაშიც ა-ა მოხსენიებული. ა-ის რჩევით თამარს ქმრად მოუყვანეს ვლადიმირ-სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი იური (გიორგი).

იურის განდევნის შემდეგ თამარმა შერისხა ა., ჩამოართვა მეჭურჭლეთუხუცესობა და რუსთავი. ამის მერე ისტ. წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; თბილისის „ლურჯი მონასტრის“ წარწერა, წგ.: ოთხმეზური გ., XII–XIII სს. მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1981.

ლიტ.: მესხია შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979; მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; მისივე, მეფე თამარი, თბ., 1991.


ნ.შოშიაშვილი.