აბამელიქი ივანე დავითის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
19:28, 21 აპრილი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბამელიქი ივანე დავითის ძე (1820, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი, – 14. VIII. 1879, თბილისი, დაკრძალულია ბაქოში ), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1866), გენერალ-ადიუტანტი (1878). (1788 წ. 29. 03. მეფე ერეკლემ მის წინაპრებს უბოძა თავადობა). რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877–78) მონაწილე. მეხთულის სახანოს (1850-იდან), დარღის ოლქის (1853-იდან), შუა დაღესტნის (1860-იდან ) მმართველი; 1877-იდან – 21-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, 1877–79 – თბილისისა და ერევნის გუბერნიების ჯარების სარდალი. 1878-იდან – კავკასიის მე-2 კორპუსის მეთაური.


                                                                              ლ. დოლიძე.