აბზიანიძე ზაზა გიორგის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
16:30, 14 აპრილი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბზიანიძე ზაზა გიორგის ძე (დ. 30. X. 1940, თბილისი), კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1994), საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1976). გ. აბზიანიძის შვილი.

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963). 1966-87 იყო რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი, მუშაობდა აგრეთვე კ. მარჯანიშვილის სახ. დრამ. თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ; 1987-იდან საქართ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოხელოვნების ინ-ტის ფილოლ. კათედრის გამგედ. ა-ს ეკუთვნის მონოგრაფია „ადამიანის კონცეფცია თანამედროვე ქართულ ლირიკაში“ (1975), „ლიტერატურული დიალოგები“ (1983), ლიტ. პორტრეტების ციკლი „ქართველი ლირიკოსები: ბესიკიდან ანა კალანდაძემდე“; თანაავტორია (ქ. ელაშვილთან ერთად) „სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედიისა“ (2 ტომად, I ხარისხის პრემია „პარნასი“ ლიტ-რის დარგში, 2006). ა. ავტორია მრავალი წერილისა XX ს. ქართული მწერლობის ტენდენციებზე, საზ. და ზოგადკულტურულ საკითხებზე. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თარგმნილია უცხო ენებზე.

ა-ის წერილები თან ერთვის ბერლინში გერმ. ენაზე გამოქვეყნებულ თანამედროვე ქართ. მოთხრობების კრებულს („შორი თეთრი მწვერვალი“, 1984), აგრეთვე ტ. გრანელის, ლ. ასათიანის, გ. ნიკოლაძის, გ. ასათიანის ნაწარმოებთა გამოცემებს. ა. ავტორია საბავშვო ნაწარმოებებისა: „ბუსუნსულები. ლექს-ნახატები ჩემი მეგობრებისა და მათი შვილებისათვის“ (2009), „წითელკუდა -ზღაპრები დიდებისა და პატარებისათვის“ (2007).

ა-ს მიღებული აქვს: გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ლიტ. კონკურსის პირველი ხარისხის პრემია (2001), ლიტ. პრემია „გალა“ ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო საგამომცემლო პროექტი“ - პროექტისათვის – „ასი წიგნი: ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“ (2011); ლიტ. პრემია „საგურამო“ (2019); გ. კიკნაძის სახ. პრემია წლის საუკეთესო სამეცნ. სტატია «ლიტერატურული პორტრეტებისათვის - „უცნობი ყაზბეგი“».

ა. არის კომპარატივისტიკის ქართული ასოციაციის (GEKLA), მწერალთა საერთაშორისო ასოციაციის ევროპული ფორუმის წევრი.

თხზ.: მეგობრები და კოლეგები, თბ., 2003; ლიტერატურული პორტრეტები; ქართული პოეზიის სამი საუკუნე, თბ., 2009; Animalarky, Seattle (USA), 2014.