აბაზასძე ივანე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
21:24, 19 აპრილი 2021-ის ვერსია, 185.70.54.249 (განხილვა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბაზასძე ივანე, საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის ერისთავთერისთავი XI ს. I ნახევარში, მეფე ბაგრატ IV-ის დროს. ბაგრატის მცირეწლოვანებისას ქართლ-კახეთის სხვა გამგებლებთან ერთად ილაშქრა საქართვ. სამეფოსაგან განდგომილი განძის ამირა ფადლონის დასასჯელად. 1032 -მ და ლიპარიტ ბაღვაშმა შეიპყრეს თბილ. ამირა ჯაფარი და ხელთ იგდეს ბირთვისის ციხე. საქართვ. სამეფო კარზე ჩამოვარდნილი უთანხმოების გამო თბილისის შემოერთება ვერ მოხერხდა. „გიორგი მთაწმიდლის ცხოვრების“ (XI ს.) ცნობით, ა. და მისი ოთხი ძმა იმდენად განდიდდნენ და გაძლიერდნენ, რომ შეთქმულება მოუწყვეს ბაგრატ IV-ს. მეფემ შეთქმულნი შეიპყრო. ქართლის ერისთავობა გადაეცა ლიპარიტ ბაღვაშს.


                                                                                                             ნ. შოშიაშვილი.

ლიტერატურა

იხ. სტ-თან აბაზასძენი.