აბუკურა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
21:46, 24 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, 178.134.251.79 (განხილვა) (ახალი გვერდი: „აბუკურა“, ძვ. ქართული მწერლობის ძეგლი. ამ სახელწოდების ნაწ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

„აბუკურა“, ძვ. ქართული მწერლობის ძეგლი.

ამ სახელწოდების ნაწარმოების არსებობა მეცნიერებისათვის ცნობილი გახდა „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებიდან“, სადაც იხსენიება მხოლოდ ძეგლის სათაური „ა.“ XIX ს. 80-იანწლებში გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ სახელწოდებაში „ცხოვრების“ ავტორი შეიძლება გულისხმობდეს რომელიმე აპოკრიფს (ძვ. ქართულში დამოწმებული აბუკოროფა-აპუკოროფას ანალოგიით) ან ხარანის ეპისკოპოსის თეოდორე აბუკურას რომელიმე თხზულებას. 1918 კ. კეკელიძემ გამოსცა „წამებაÁ წმიდისა მიქაელისი...“ (კიმენი, ტ. I). ამ ძეგლში აღწერილია საბაწმიდის მოღვაწის მიქაელის ამბავი, რ-იც თავის მოწაფეთათვის თეოდორე აბუკურას უამბია.

მთხრობელის სახელი „ა.“ შემდეგ თხზულებას შერქმევია. თხზულება დაწერილია არაბ. ენაზე ვინმე ბასილის მიერ (IX ს.). „ა.“ X ს. დამდეგს ქართულად უთარგმნია უცნობ პირს. ძვ. ცნობის მიხედვით, ქართ. ტექსტი ბერძნულად უთარგმნია ექვთიმე მთაწმიდელს. გამოთქმულია აზრი, რომ „ა“ შეტანილია თეოდორე ედესელის „ცხოვრებაში“, რ-იც ბერძნულიდან ქართულად თარგმნა ეფრემ მცირემ.

ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.


რ. ბარამიძე.