აბულაძე ალექსანდრე სერგის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
22:34, 24 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: აბულაძე ალექსანდრე სერგის ძე [25. XII. 1898 (6. I. 1899), სოფ. ჩხარი, ახლანდ. თ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბულაძე ალექსანდრე სერგის ძე [25. XII. 1898 (6. I. 1899), სოფ. ჩხარი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 24. I. 1971, თბილისი], ბიოქიმიკოსი. მედ. მეცნ. დოქტორი (1939), პროფესორი (1939), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966).

1928 დაამთავრა თსუ ქიმ.-ფარმაცევტული ფაკ-ტი, 1931 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1937–48 იყო თბილ. სახელმწ. სტომატოლოგიური ინ-ტის ბიოქიმ. კათედრის პროფესორი, 1950–71 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ბიოქიმ. განყ-ბის ხელმძღვანელი. იკვლევდა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებს.

თხზ.: ბიოლოგიური ქიმიის პრაქტიკუმი, თბ., 1948 (თანაავტ. ივლ. ფაილოძე).