აბაშიძე ნიკოლოზ ნესტორის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
18:37, 1 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე ნიკოლოზ ნესტორის ძე (1.XI. 1910, ბაქო, – 4. I. 1980, ბათუმი), არქიტექტორი. საქართვ. (1964) და აჭარის (1961) დამს. ინჟინერი. დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტი (1937) და სპი (1956). 1929-იდან მუშაობდა აჭარის მშენებლობებზე. 1049-იდან სხვადასხვა მსხვილი სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელია, 1956-იდან _ აჭარის სამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი არქიტექტურისა და მშენებლობის დარგში, 1971-იდან აჭარის სახმშენის უფროსი. მისი პროექტებით აშენდა კულტურის სასახლე ქობულეთში (1956) და კინოთეატრი „ბათუმი“ ბათუმში (1973), რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სხვ. 1956-იდან ეწეოდა პედ. საქმიანობას.

იყო აჭარის VI და VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ს. კინწურაშვილი. მ. მაისურაძე.