აბულაძე დიმიტრი ანტონის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
22:39, 24 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: აბულაძე დიმიტრი ანტონის ძე (1861 – 1938), მეან-გინეკოლოგი. მედ. მეცნ....)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბულაძე დიმიტრი ანტონის ძე (1861 – 1938), მეან-გინეკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი.

1898 დაამთავრა კიევის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. კიევის სამედ. ინ-ტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. ა-მ პირველმა უარყო თვალსაზრისი ეკლამფსიის კონტაგიოზურობის შესახებ და დაადგინა, რომ ეკლამფსიის პათოგენეზში გადამწყვეტი მნიშვნელობა თირკმლების ფუნქციის დარღვევას ენიჭება (1901). განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მის მიერ შემუშავებულმა საშვილოსნოს კედლებს მოცილებული მომყოლის გამოძევების გარეგანმა მეთოდმა (1907), რ-საც აბულაძის ხერხი ეწოდება.


თხზ.: К технике выведения последа, «Журнал акушерства и женских болезней», 1907, т. 21, # 9.