აბაშა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
11:49, 7 აპრილი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search
აბაშა. ცენტრალური პარკი


აბაშა, ქალაქი (1964-იდან) დას. საქართველოში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი). აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდ-ებს აბაშასა და ნოღელას შორის. რკინიგზის სადგური. ზ. დ. 23 მ, თბილისიდან 283 კმ. 4,9 ათ. მცხ. (2014). ჰავა ზღვიური, ნოტიო სუბტროპ., იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 14°C, იანვ. 4,9°C, ივლ. 22,9°C; აბსოლ. მინ. –19°C, აბსოლ. მაქს. 39°C. ნალექები 1620 მმ წელწადში.

ა-ში ფუნქციონირებს მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები, არისსაჯარო, სპორტ. და სამუსიკო სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება სს „ევექსის კლინიკები“.

ლ. პერტენავა.