აბული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
11:00, 13 მაისი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

1).აბული, მთების დიდი აბულისა და პატარა აბულის გავრცელებული სახელწოდება.

2).აბული, ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, პატარა აბულის მთის დას. კალთაზე, ზ. დ. 2176 . ფართ. 0,9 კმ ², სიღრმე 1,4 .

ტბის ქვაბული წაგრძელებულია ჩრდ.-დას-იდან სამხრ.-აღმ-კენ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით: მაქს. დონე – გაზაფხულის ბოლოს, მინ. – ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში. მუდმივი შენაკადები არა აქვს. გაუმდინარეა. დიდი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეებით. ტბაში ტორფის საკმაოდ სქელი ფენაა. ზამთარში იყინება.


3).

აბული. ეკლესია.X ს.. სამხრეთ-დასავლეთის ხედი.

აბული, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარტიკამის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ისტ. ჯავახეთში, მდ. აბულის (ფარავნის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 1980 . ახალქალაქიდან 12 კმ. 535 მცხ. (2014).

ა. პირველად მოხსენიებულია 1595 შედგენილ „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“, ამ დროს იგი თორმეტკომლიანი სოფელი იყო, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ. XVIII ს-ში მტრის ინტენს. შემოტევის შედეგად ქართ. მოსახლ. აქედან აიყარა. XIX ს. 30-იან წლებში რუს. მთავრობამ -ში არზრუმის (თურქეთი) მხრიდან დევნილი სომხები ჩაასახლა. სოფელში გვხვდება ადრინდ. ფეოდ. ხანის ქვაჯვრები: კუბურ ბაზებში ჩასმული სწორკუთხა სტელები, რ-თაც „ბოლნური მედალიონები“ და აყვავებული ჯვრები ამკობენ. როგორც ჩანს, სოფელი ადრინდ. ხანაშიც არსებობდა და ციხითაც სარგებლობდა. საინტერესოა ა-ის ტბის ნაპირზე არსებული მესაქონლეთა სეზონური ნამოსახლარი, რ-იც ასევე წინა და ადრინდ. ფეოდ. ხანით თარიღდება. სოფელში შემორჩენილი ერთი ქართ. დარბაზული ეკლესია X ს-ისაა, მისი სამხრ. მინაშენი კი – მოგვიანო ხანისა. ეკლესიის დას. კედელზე, სარკმელთან ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი – „ჯუარი ქრისტესი, ქრისტე შეიწყალე გუზან გალატოზი“. -ში კიდევ 2 ეკლესიის ნაშთია შემორჩენილი, მაგრამ მათი დათარიღება არ ხერხდება. აქვეა 1884 აშენებული სომხ. ეკლესია.

სოფლის დას. განაპირას პატარა კლდოვან ბორცვზე, შემორჩენილია კლდეში გამოკვეთილი სარკოფაგები, ხოლო სოფლის აღმ-ით, თანამედროვე სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბრინჯაოს ხანის სამაროვანია.

სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია გვიანდ. ბრინჯაოს ხანის მოზრდილი თიხის ჭურჭელი. სოფლის სამხრ. ნაპირზე ნამოსახლარი გორაა, რ-საც თავდასაცავი კედლებით გამაგრების კვალი ეტყობა. აქვე აკრეფილი კერამ. ფრაგმენტები წინა და ადრინდ. ფეოდ. ხანისაა. სოფლის მახლობლად დგას შუა საუკუნეების აბულის ციხე.


                                                                                                                     დ. ბერძენიშვილი.
    

წყარო:

1. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1941;

2. ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი. 1694 – 1732 წწ. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსაცემად მოამზადა ც. აბულაძემ, გამოკვლევა დაურთო მ. სვანიძემ, თბ., 1979.