აბგა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
14:29, 21 აპრილი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search
აბგა.

აბგა, პატარა ნივთების ჩასალაგებელი. მხარიღლივ გადასაკიდი ჩანთა (შალის, აბრეშუმის, ტილოს ან ტყავისა), ა-ით დაჰქონდათ ხელნაწერი წიგნები და გრაგნილები, საგზალი, ხელსაქმე და სხვ. დასტაქრები ა-ში აწყობდნენ სამკურნ. იარაღებსა და წამლებს. „აბგის წამლებს“ წვრილი ვაჭრებიც დაატარებდნენ სოფლებში გასაყიდად.

                                                                                                                                                                გ. ჯალაბაძე.