,,ახმეტა"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
00:45, 5 ივლისი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: „ახმეტა“, ბუნებრივად ტკბილი თეთრი ღვინო. ამზადებენ ახმეტის...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

„ახმეტა“, ბუნებრივად ტკბილი თეთრი ღვინო. ამზადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტში გავრცელებული ვაზის ჯიშის – მწვანის – ყურძნისაგან. შეიცავს 9,5 – 11,5% (მოცულობითი) სპირტს, 3 – 5% შაქარს, საერთო მჟავიანობა 5,5– 7,5 გ/დმ 3. გამოირჩევა ღია ჩალისფერი-მომწვანო ელფერითა და ყვავილოვანი ტონების ორიგინალური არომატით. საერთაშ. კონკურსებზე მინიჭებული აქვს ერთი ოქროსა და 6 ვერცხლის მედალი.

ა. სირბილაძე.