,,ახაშენი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
22:44, 4 ივლისი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: „ახაშენი“, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ბუნებრივად ნა...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

„ახაშენი“, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო.

ამზადებენ გურჯაანის მუნიციპ-ის სოფ. ახაშენში გავრცელებული ვაზის ჯიშის – საფერავის ყურძნისაგან. „ა“-ის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლ. 112 ჰა. „ა “ შეიცავს 10,5 – 12,0% (მოცულობით) სპირტს, 3 – 5% შაქარს, საერთო მჟავიანობა 50 – 70 გ/დმ³. აქვს მუქი წითელი ფერი და ხავერდოვანი ხილისა და შოკოლადის ტონების გემო. საერთაშ. კონკურსებზე მინიჭებული აქვს 6 ოქროსა და 5 ვერცხლის მედალი.

ა. სირბილაძე.