,,ალაზნის ჰიდროელექტრო სადგური"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
16:58, 2 აპრილი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: „ალაზნის ჰიდროელექტროსადგური“ (შპს), ალაზანჰესი, არამარეგუ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

„ალაზნის ჰიდროელექტროსადგური“ (შპს), ალაზანჰესი, არამარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური ალაზნის სარწყავი არხის ბაკურციხის წყალსაგდებზე, გურჯაანის მუნიციპ-ის სოფ. ვეჯინში.

მშენებლობა დაიწყო 1932, დამთავრდა 1942. აქ გამოიყენეს მაღალი (36 მ) გამათანაბრებელი კოშკის რკინაბეტონის ორიგინ. კონსტრუქცია. ალაზანჰესს არა აქვს საკუთარი სათავო ნაგებობები და სადერივაციო არხი. სარწყავი არხის სათავო ნაგებობა აშენებულია მდ. ალაზანზე თელავის რ-ნში. არხის სიგრძე ელექტროსადგურამდე 40 კმ-ია, გამტარუნარიანობა – 20 მ 3/წმ. ჰესში 2 ჰიდროაგრეგატია, თითოეულის სიმძლავრეა 2400 კვტ, მაქს. დაწნევა – 37მ, მინ. – 35 მ, დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტი – 0,57, საშ. წლ. გამომუშავება – 25 მლნ. კვტ. სთ.

ალაზანჰესი ღირსშესანიშნავია იმითაც, რომ წყლის რესურსების კომპლექსურად გამოყენების თვალსაზრისით (ირიგაცია და ენერგეტიკა) პირველი მასშტაბური ნაგებობაა საქართველოში. 2007 წ.1 მაისს „ა.ჰ.“ ჩამოყალიბდა როგორც შპს. ამჟამად ალაზანჰესი შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ საკუთრებაა. 2013 კორპორაციამ ააშენა „ალაზანჰესი-2“, რ-ის სიმძლავრე 6,064 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საშ. წლ. გამომუშავება 40 მლნ. კვტ.სთ-ია. ალაზანჰესმა და „ალაზანჰესი-2-მა“ გამოიმუშავეს შესაბამისად (მლნ. კვტ.სთ ): 2015 წ. – 27,7 და 20,7; 2018 წ. – 30,7 და 21,7; 2019 წ. – 27 და 16,8 ელექტროენერგია. წარმოებული ელექტროენერგია ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში ნაწილდება, ხოლო ნაწილი სოფ. ვეჯინის მოსახლეობას მიეწოდება.


ი. ჯიქია. დ. ჩომახიძე.